შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2021 წლის 20 აგვისტოდან აცხადებს საფაკულტეტო კონკურსს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი:
,,სამართლისა“ და ,,საჯარო მმართველობის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
1. პროფესორი - 1 საშტატო ერთეული ( სამართლის დოქტორი).
,,ისტორიის“ საბაკალავრო საგანმანათებლო პროგრამაზე
1. პროფესორი -1 საშტატო ერთეული ( ისტორიის დოქტორი).
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.
2. გასაუბრება/პრეზენტაცია.
პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 5 წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში შრომის ანაზღაურება და პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად, ყოველწლიურად განახლებადი ხელშეკრულებით.
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.
2. ავტობიოგრაფია /CV.
3. დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები.
4.აკადემიური მიმართულებით განვითარების ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა/პრეზენტაცია
5. სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
6.კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერთიფიკატების ასლები.
7. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან ცნობა სამსახურიდან.
8. ბოლო 5 წელიწადში წაკითხული კურსების დამადასტურებელი დოკუმენტი.
9. ბოლო 5 წელიწადში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია.
10. ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს კანდიდატის კვლევის უნარს, სილაბუსი.
11. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
12. ორი ფოტოსურათი.
13. ცნობა ნასამართლეობის შესახებ (ოჯახური ძალადობა/სქესობრივი ძალადობა/ ბავშვთა მიმართ ძალადობა).
კონკურსანტთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში (მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14), 2021 წლის 21 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით 17 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა). კონკურსი ჩატარდება 2021 წლის 28 სექტემბერს (საბუთების განხილვა), 29 სექტემბერს (გასაუბრება/ პრეზენტაცია