ბელგიის სამეფოს ბელგიის ზღვისიქითა მეცნიერების სამეფო აკადემია (l’Académie Royale des Sciences d’Outre-Mer (ARSOM)) აცხადებს აკადემიის ყოველწლიურ სამეცნიერო კონკურსს.

მიმდინარეობს საიტის განახლება

გაცნობებთ, რომ ბელგიის სამეფოს ბელგიის ზღვისიქითა მეცნიერების სამეფო აკადემია (l’Académie Royale des Sciences d’Outre-Mer (ARSOM)) აცხადებს აკადემიის ყოველწლიურ სამეცნიერო კონკურსს. კონკურსი ღიაა მეცნიერებისთვის მთელი მსოფლიოდან ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე. თითოეულ კატეგორიაში (კვლევის კითხვის შესაბამისად) გამარჯვებული ნაშრომი მიიღებს 2500 ევროს. კონკურსში მონაწილეობისთვის ნაშრომი უნდა იყოს სამეცნიერო, ორიგინალური და ახალი (მაქსიმუმ 5 წლის). განსახილველად მიიღება სადოქტორო ან შესაბამისი დონის ნაშრომები. შესაძლებელია ნაშრომების წარმოდგენა ფრანგულ, ჰოლანდიურ, გერმანურ, ინგლისურ და ესპანურ ენებზე. ნაშრომი აკადემიის სამდივნოში უნდა მივიდეს შეკითხვის გამოქვეყნების წლიდან მომდევნო წლის 1 მარტამდე სამ ეგზემპლარად (ამობეჭდილი) და დამატებით, ერთი ელექტრონული ვერსია. კონკურსში მონაწილემ ნაშრომს თან უნდა დაურთოს ნაშრომის მოკლე აღწერილობა (1200 სიტყვა) და CV. გამარჯვებული ნაშრომები გამოვლინდება მაისში. გთხოვთ, გაეცნოთ ინფორმაციას კონკურსის თაობაზე და ასევე, 2022 და 2023 წწ. საკვლევ/საკონკურსო შეკითხვებს.

იხილეთ ქვემოთ მოცემული ბმულები დანართის სახით: