2022 წლის სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით უნივერსიტეტში შედგა ზსსუ-ს აფილირებულ აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა

მიმდინარეობს საიტის განახლება

2022 წლის სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით უნივერსიტეტში  შედგა ზსსუ - ს აფილირებულ აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა 26 აფილირებული  აკადემიური პირი. შეხვედრა უზრუნველყოფილი იყო  ონლაინ პლატფორმა meet -ით,  მისი მეშვეობით ხუთი პროფესორი ჩართული იყო დისტანციურად. შეხვედრის მიზანი იყო  2022 წლის  სტრატეგიული გეგმით დასახული  ამოცანების მიღწევისთვის   კონკრეტული აქტივობების განხილვა.

ეს ამოცანებია:

1.1 აკადემიური პერსონალის სამეცნიერო აქტივობის ზრდა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

1.2 საერთაშორისო საბიბლიოთეკო ბაზების ელექტრონულ სისტემაში აფილირებული პერსონალის ჩართულობის ზრდა მიმართულებების მიხედვით.

2.1 აკადემიური პერსონალის სამეცნიერო პროდუქტის განთავსება მაღალ იმპაქტფაქტორიან საერთაშორისო ჟურნალებში.

შეხვედრაზე შეთანხმდა 2022 წლისთვის დაგეგმილი სამუშაო  სამეცნიერო თემატიკა მიმართულებების მიხედვით. პერსონალმა იმსჯელა ზსსუ სამეცნიერო-კვლევითი პროდუქტიულობის გაზრდის შესაძლებლობებზე, სამეცნიერო შრომების კრებულის „კრებსი“ განახლებულ დებულებაზე, მის შემდგომ ინტერნაციონალიზაციაზე. აკადემიურმა პერსონალმა ასევე  გააზიარა გამოცდილებები ELSEVIER-ის  პროდუქტებზე, კერძოდ, ბიბლიოგრაფიულ მენეჯერების ZOTERO-სა და  MENDELEY -ს  შესახებ.   

          DSC_4067.JPG  DSC_4069.JPG

          DSC_4056.JPG  DSC_4055.JPG