თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს თავის პატივისცემას თურქეთში აკრედიტებული უცხოეთის ყველა მისიის მიმართ და აქვს პატივი, მიაწოდოს საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე ხალხების ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაცია, 2022 წლის თურქეთის სასტიპენდიო პროგრამასა და განაცხადის წარდგენის პროცესთან დაკავშირებით:
თურქეთის სასტიპენდიო პროგრამა წარმოადგენს უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამას, რომელსაც თურქეთის რესპუბლიკა სთავაზობს საერთაშორისო სტუდენტებს;
თურქეთის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, ჩვენს ქვეყანაში, განათლებას იღებს 15 ათასზე მეტი საერთაშორისო სტუდენტი, 144 ქვეყნიდან;
თურქეთის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიზნით, 2021 წელს, 178 ქვეყნიდან შემოსულ იქნა 165 ათასი განაცხადი;
თურქეთის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო სტუდენტებსა და მკვლევარებს ეძლევათ საშუალება, ჩაირიცხონ თურქეთის პრესტიჟული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურისა და მაძიებლის პროგრამებზე;
თურქეთის სასტიპენდიო პროგრამა წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტს, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტები უზრუნველყოფუილ არიან: ყოველთვიური სტიპენდიით, სწავლის ღირებულებით, ჯანმრთელობის დაზღვევით, საერთო საცხოვრებლით, თურქული ენის შემსწავლელი კურსებითა და ორმხრივი სამგზავრო ბილეთით. აგრეთვე, მათ ეძლევათ აკადემიურ და კულტურულ პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობება;
2022 წელს, სასტიპენდიო პროგრამის განაცხადები მიიღება 2022 წლის 10 იანვრიდან 20 თებერვლამდე, ონლაინ რეჟიმში, ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე;
ონლაინ განაცხადების ვებ-გვერდი მოქმედებს 8 სხვადასხვა ენაზე;
განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მისამართზე: www.tbbs.turkiyeburslari.gov.tr
თურქეთის სასტიპენდიო პროგრამის ოფიციალური ვებ-გვერდია: www.turkiyeburslari.gov.tr
პროგრამის შესახებ, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხ. თანდართული შტრიხკოდი.
თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს პატივი, გთხოვოთ, ზემოაღნიშნული ინფორმაციის თქვენს ქვეყანაში გავრცელება, აბიტურიენტთა ინფორმირებისა და დაინტერესების შემთხვევაში, 2022 წლის თურქეთის სასტიპენდიო პროგრამაში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით. თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით, რათა განუახლოს თურქეთში აკრედიტებულ ყველა მისიას თავისი ღრმა პატივისცემა.