GCSD აცხადებს ესეების კონკურსს სტუდენტებისთვის - "უკეთ გავიცნოთ ნატო".

პროექტს "უკეთ გავიცნოთ ნატო", GCSD, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია, ახალგაზრდებს და საზოგადოების სხვა ჯგუფებს გააცნოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შესახებ არსებული აქტუალური თემები და ხელი შეუწყოს ამ საკითხებზე დისკუსიის წარმართვას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობის განხორციელება: ერთი მხრივ, "ნატოს აკადემია ახალგაზრდებისთვის" ქართველ ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, გაიგონ მეტი ალიანსის შესახებ და განივითარონ პრაქტიკული უნარები. მეორე მხრივ,  თემატური ექსპერტებისა და ნატოს ოფიციალური პირების ჩართულობით გაგრძელდება ორგანიზაციის შესახებ ონლაინ საუბრების სერია "NATO Talks", რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა GCSD-ის Facebook გვერდის მეშვეობით. პროექტი, აგრეთვე, მოიცავს სტუდენტებისათვის კვლევითი კონკურსის კომპონენტს, რომელიც საშუალებას მისცემს ახალგაზრდა მკვლევრებს, უფრო სიღრმისეულად გააანალიზონ ალიანსის დღის წესრიგში მდგარი მნიშვნელოვანი საკითხები. პროექტის მიმდინარეობისას, ასევე, დაგეგმილია საქართველოს რეგიონებში ნატოს შესახებ საინფორმაციო სახის შეხვედრების ორგანიზება.

კონკურსი მოიცავს ნაშრომის მომზადებას შემდეგ სავარაუდო თემებზე: 

 

         საჭირო დეტალები

       

      

 

 

 

 

 

სად?

ამ მეილზე

vacancy@gcsd.org.ge

ამ სათაურით ⤵️

უკეთ გავიცნოთ ნატო" და თქვენი სახელი და გვარი