საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე არსებული სამეცნიერო კლასტერი „სახელმწიფო, სამართალი, კულტურა“, ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი, აწყობს ერთობლივ სპეციალურ კოლოკვიუმს სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის: "იმანუელ კანტის ადამიანთა ისტორიის სავარაუდო დასაწყისი". (მასალას იხილავთ თანდართულ ფაილში) კოლოკვიუმს უძღვებიან სტუ-ს პროფესორი მამუკა ბერიაშვილი და ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი ნიკლაუს ლარგიერი. კოლოკვიუმში მონაწილეობას მიიღებენ დოქტორანტები და ახალგაზრდა მკვლევარები. კოლოკვიუმი შედგება 2022 წლის 4 ივლისს, 14:00 საათზე.