ILO(შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია)-ს და Danida(დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო)-ს ერთობლივის პროექტის „ყოვლისმომცველი შრომის ბაზარი საქართველოში სამუშაო ადგილების შესაქმნელად“ ფარგლებში ILO-ს თბილისის ოფისის და  შოთა მესხიას ზუგდიდის   სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პარტნიორობით 2022 წლის 4-8 ივლისს ჩატარდა SIYB (დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი) პროგრამის ტრენინგ-სესიები.

ტრენინგი ჩატარდა უნივერსიტეტის     უმაღლესი  საბაკალავრო  საგანმანათლებლო  და პროფესიული  პროგრამების    სტუდენტებისათვის, რომლებიც დარეგისტრირდნენ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის კრიტერიუმების შესაბამისად შეირჩა  ტრენინგების 17  მონაწილე.

ტრენინგ-სესიების ხანგრძლოვობა პროგრამის შესაბამისად იყო 5 სამუშაო დღე და ის შედგებოდა ორი მოდულისაგან:

პირველი მოდული - GYB(შეიმუშავე შენი ბიზნეს იდეა) - 1 სამუშაო დღე.

მეორე მოდული - SYB(დაიწყე შენი ბიზნესი) – 4 სამუშაო დღე.

ტრენინგის მონაწილეები უზრუნველყოფილი იყვნენ სამუშაო მასალების პაკეტით, როგორც მყარი ასევე ელექტრონული ფორმით: სახელმძღვანელოები, სავარჯიშო ფორმები, ხელზე დასარიგებელი სამუშაო მასალა, საცნობარო და საინფორმაციო მასალა და სხვა.

ტრენინგის დასრულების შემდეგ ყველაზე აქტიურ და მოტივირებულ 14 მონაწილეს, რომლებმაც დააკმაყოფილეს დადგენილი კრიტერიუმები, გადაეცათ კურსის/პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

ტრენინგ-სესიებს უძღვებოდა ILO-ს ლიცენზირებული ტრენერი-კონსულტანტი ოთარ აბსანძე.    20220706_110200_0.jpg 20220708_111052_0.jpg

20220708_111940 (3)_0.jpg 20220708_111956_0.jpg