შოთა  მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2022 წლის  19 ივლისიდან აცხადებს კონკურსს ასოცირებული პროფესორის  ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად                                                                                              

 საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი:

  1. ჰუმანიტარული მიმართულება: 

 ა)ასოცირებული  პროფესორი (ქართული ფილოლოგიის დოქტორი )-2  საშტატოერთეული.

  1. ბიზნესის  მიმართულება:                                           

ა) ასოცირებული  პროფესორი  (გეოგრაფიის დოქტორი)- 1  საშტატო ერთეული.

  3.  ფარმაციის მიმართულება:

ა) ასოცირებული  პროფესორი - 1  საშტატო ერთეული.               

      ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი  ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხის მქონე პირი 4 წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

  აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში შრომის ანაზღაურება და პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად, ყოველწლიურად განახლებადი  ხელშეკრულებით.

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.

2. ავტობიოგრაფია /CV.

3. დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები.

4.აკადემიური მიმართულებით განვითარების ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა/პრეზენტაცია

5. სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

6.კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერთიფიკატების ასლები.

7. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან ცნობა სამსახურიდან.

8. ბოლო 3 წელიწადში წაკითხული კურსების დამადასტურებელი დოკუმენტი.

9. ბოლო 5 წელიწადში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების  სია.

10. ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს  კანდიდატის კვლევის უნარს, სილაბუსი.

11. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

12. ორი ფოტოსურათი.

13. ცნობა ნასამართლეობის შესახებ (ოჯახური ძალადობა/სქესობრივი ძალადობა/ბავშვთა მიმართ ძალადობა).

      კონკურსანტთა საბუთები მიიღება შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14, 2022 წლის  22 აგვისტოდან 2022 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით  17  საათამდე ან  შემდეგ მეილზე ronapertia@gmail.com (საკონკურსო კომისია (შაბათ-კვირის გარდა)).

     კონკურსი ჩატარდება 22 წლის  წლის 5 სექტემბერს (საბუთების განხილვა),  7 სექტემბერს (გასაუბრება).