აშშ-ის ელჩის საქართველოში, კელი დეგნანის ვიზიტი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში.

მიმდინარეობს საიტის განახლება

ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს სტუმრობდა. შეხვედრაზე უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა თეონა ხუფენიამ ისაუბრა უნივერსიტეტის როლსა და მისიაზე რეგიონში , განსაკუთრებით ხაზი გაესვა ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთის ) სტუდენტების მხარდაჭერის მექანიზმებს.

რექტორმა მიმოიხილა ამერიკის საელჩოს მიერ განხორციელებული პროექტები და მადლიერება გამოხატა ამერიკის საელჩოსა და ზოგადად, ამერიკელი ხალხის მიმართ.

ელჩმა საკუთარ გამოსვლაში ისაუბრა ორი ქვეყნის მყარ და პარტნიორულ ურთიერთობებზე, სამომავლო თანამშრომლობაზე უნივერსიტეტებთან და

კოლეჯებთან. ფულბრაიტის პროგრამის (ითვალისწინებს აკადემიურ სემინარებს, რომლებიც ორიენტირებულია სწავლების ახალ მეთოდოლოგიაზე, სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლებაზე, შინაარსზე დაფუძნებულ ინსტრუქციებზე, გაკვეთილის დაგეგმვასა და სასწავლო ტექნოლოგიების ტრენინგებზე) ფარგლებში მხარდაჭერა აღუთქვა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას.

ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აშშ-ის საელჩოს შორის თანამშრომლობა წლებია ხორციელდება.

აგრარული მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მიზნით, თანამშრომლობა ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან (2000 წელი)

თანამშრომლობა ამერიკის ფოლკლორისტთა და მსოფლიო ფოლკლორისტთა სამეცნიერო საზოგადოებასთან (2012 წლიდან დღემდე).

USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 251 საჯარო სკოლის 1000 მდე ლიდერი მასწავლებლის გადამზადება,

ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებში წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების უნარების განვითარებისა და პრობლემაზე

ორიენტირებული სწავლების დანერგვის მიზნით (2019 წლიდან დღემდე)

აშშ-ს საელჩოს ეგიდით საქართველოში მიმდინარე მედია განათლების პროექტში მონაწილეობა, ახალი ,,ციფრული მედიის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება (2021 წლიდან დღემდე)

ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის პროექტის ,,COIL/

Collaborative Online International Learning-ონლაინ-თანამშრომლობითი საერთაშორისო სასწავლო პლატფორმა“ ფარგლებში, თანამშრომლობა პენსილვანიის უნივერსიტეტთან (2020 წლიდან დღემდე)

შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის

ინსტიტუტის პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID/PROLOG)“ თანამშრომლობით დაფუძნდა ზსსუ-ს ადამიანის უფლებათა კლინიკა. პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტი თანამშრომლობს ნორსვესტერნის (ჩიკაგო, აშშ) უნივერსიტეტთან (2021 წლიდან დღემდე)

ინტერნაციონალიზაციის ფარგლებში უცხო ენის გაძლიერების მიზნით ამერიკიდან მოწვეული მასწავლებლის ჩართულობით განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები და კურიკულუმს გარე აქტივობები .

           295061524_162618202952045_453409049879393454_n.jpg 295239231_162618226285376_9049966106612510117_n.jpg

           294894332_162618319618700_2458059958960026352_n.jpg 294927457_162618246285374_2597816232715670362_n.jpg

           295047622_162618156285383_4617927321078788094_n.jpg 294937367_162618176285381_6685331990625092508_n.jpg