შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებთან გაიმართა შეხვედრა თემაზე ,,ევროატლანტიკური ალიანსი უსაფრთხოების გამოწვევების კვალდაკვალ", რომელსაც გაუძღვა თემატური ექსპერტი ელენე გოცაძე. შეხვედრა ორგანიზებული იყო საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) მიერ პროექტის ,,უკეთ გავიცნოთ ნატო” ფარგლებში, რომელიც ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია, ახალგაზრდებს და საზოგადოების სხვა ჯგუფებს გააცნოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შესახებ არსებული აქტუალური თემები და ხელი შეუწყოს ამ საკითხებზე დისკუსიის წარმართვას.

         293713076_462908535237115_5245012070863713129_n.jpg 294010866_5240222489408067_7452137584529492813_n.jpg

         293469611_379286371012799_5259120172136895497_n.jpg 294981333_5989759571040744_6085685226805974539_n.jpg