შოთა  მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2022 წლის 8 აგვისტოდან აცხადებს კონკურსს ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად                                                                                                                      

საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი:                       

ა) ასოცირებული  პროფესორი - 1  საშტატო ერთეული (ისტორიის დოქტორი).

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

   1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.

   2. გასაუბრება.   

 ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი  ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხის მქონე პირი 4 წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

  კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.

2. ავტობიოგრაფია /CV.

3. დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები.

4.აკადემიური მიმართულებით განვითარების ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა/პრეზენტაცია

5. სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

6.კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერთიფიკატების ასლები.

7. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან ცნობა სამსახურიდან.

8. ბოლო 5 წელიწადში წაკითხული კურსების დამადასტურებელი დოკუმენტი.

9. ბოლო 5 წელიწადში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების  სია.

10. ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს  კანდიდატის კვლევის უნარს, სილაბუსი.

11. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

12. ორი ფოტოსურათი.

13. ცნობა ნასამართლეობის შესახებ (ოჯახური ძალადობა/სქესობრივი ძალადობა).

      კონკურსანტთა საბუთები მიიღება  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში (მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14),  ან/და შემდეგ ელ.ფოსტაზე ronapertia@gmail.com))   2022 წლის  9 სექტემბრიდან   19 სექტემბრის   ჩათვლით  17  საათამდე  (შაბათ-კვირის გარდა).

     კონკურსი ჩატარდება 2022 წლის 22 სექტემბერს (საბუთების განხილვა), 2022 წლის 23 სექტემბერს (გასაუბრება).