2022 წლის 19 ნოემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში იმყოფებოდა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი. ფონდი ფინანსურად მხარს დაუჭერს საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების დაწყებითი ინტეგრირებული საბაკალავრო- სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებულ სტუდენტებს.