მიმდინარე წლის 24 ნოემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 100 000 მოწამის ხსენებისადმი მიძღვნილი სტუდენტური ღონისძიება გაიმართა.
ქართველ მოწამეთა ღვაწლის შესახებ ისაუბრეს უნივერსიტეტის პროფესორ - მასწავლებლებმა, ისტორიის სპეციალობის სტუდენტმა მათე ხასიამ ქართველ წმინდანთა პანთეონის შესახებ საინტერესო მოხსენება წარმოადგინა.