მიმდინარე წლის 2 მარტს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ახალგაზრდა მეცნიერთა V საერთაშორისო ინტერდისციპლინური სიმპოზიუმის თანაორგანიზატორების მიერ ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა.

ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სიმპოზიუმი 2017 წლიდან ყოველ წელს მასპინძლობს ახალგაზრდა მკვლევარებს საქართველოსა და უცხოეთის უნივერსიტეტებიდან.

წლევანდელი სიმპოზიუმის მიზანია კულტურის კვლევებში აკუმულირებული ცოდნის, აქტუალური პრობლემების ინტერდისციპლინური პერსპექტივიდან განხილვის შესაძლებლობათა წარმოჩენა, კვლევის თანამედროვე მეთოდებისა და თეორიული მიდგომების ურთიერთგაზიარება. სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს თემატური სექციები, მრგვალი მაგიდა, გაიმართება სადისკუსიო ფორუმები, ფორმალური და არაფორმალური ხასიათის შეხვედრები.

სიმპოზიუმში მონაწილეობა შეუძლია მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ახალგაზრდა მეცნიერებს.

ახალგაზრდა მეცნიერთა ინტერდისციპლინური V საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართება 2023 წლის 7-9 ივლისს.

დამატებითი ინფორმაციისთვის,

https://tinyurl.com/2p8us4ec

თსუ კულტურის კვლევების ინსტიტუტი/ Institute of Cultural Studies, TSU

#ზსსუ #zssu #კვლევები #სიმპოზიუმი #researchers #international #symposium