შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ბიოლოგოიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანასთან“ თანამშრომლობით, აცხადებს პროფესიული გადამზადების კურსს - „“მემცენარეობის მეურნეობების ინსპექტირება ბიო და Fair Trade სტანდარტების მიხედვით““. კურსის ამოცანაა, კურსის მიზანია, მოამზადოს სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ განახორციელონ ინსპექტირება ბიო/ორგანული ხარისხის სტანდარტების მიხედვით.
სასწავლო კურსის მსმენელები დაეუფლებიან ცოდნას:
- თხილის კულტურისა და მისი ბიოწარმოების შესახებ;
- ფერმერთა ჯგუფური სერტიფიცირების სისტემების შესახებ;
- ბიოწარმოების ევროპული სტანდარტების მოთხოვნების შესახებ მემცენარეობაში;
- ფერმერთა ინსპექტირების ტექნიკის, პროცედურებისა და ფორმების შესახებ.
კურსი განკუთვნილია აგრონომების, ხარისხის მართვის სპეციალისტების, ფერმერებისა და სხვა დაინტერესებულ პირთათვის შემდგომში დასაქმების პერსპექტივით. მონაწილეობის კრიტერიუმები:
- ასაკი - 18-50 წელი;
- განათლება - სასურველია უმაღლესი ან პროფესიული აგრონომიული განათლება;
- სამუშაო გამოცდილება - პრაქტიკული გამოცდილება სოფლის მეურნეობაში, სასურველია თხილის წარმოებაში;
- უნარები -
- ინტერნეტისა და MS Word-ის გამოყენების, ელ. მიმოწერის, ელ. საკომუნიკაციო პლატფორმების (Skype, Zoom, Google meet) გამოყენების, სმარტ-აპლიკაციების ზოგადი გამოყენების უნარი;
- კომუნიკაციის კარგი უნარი, პასუხისმგებლობა, დაკვირვებულობა, დეტალებისათვის ყურადღების მიქცევის უნარი;
- ველზე და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- ქართულ ენაზე წერილობით აზრის გადმოცემის კარგი უნარი.
კურსის მონაწილეების შერჩევა მოხდება განაცხადების გადარჩევის საფუძველზე. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დამატებით გასაუბრების დანიშვნა.
კურსს გაუძღვებიან:
-
მანანა გიგაური, PhD (ბიოლოგია), ბიოწარმოების სტანდარტების სპეციალისტი
- ირაკლი ტაბაღუა, Cropin / Smartfarm სისტემების ექსპერტი
- ზურაბ ხიდეშელი, PhD, მცენარეთა დაცვის სპეციალისტი
- გიორგი ღამბაშიძე, PhD, აგრონომი
- ლაშა ციგრიაშვილი, აგრონომი
კურსი ჩატარდება 2023 წლის მარტი-აპრილის თვეში, 17 სამუშაო დღე (1,5 თვის განმავლობაში), აქედან 4 საველე სამუშაო დღე და 8 თეორიული ლექცია, 2 შუალედური ტესტირება, 2 შუალედური ტესტირების შედეგების განხილვა, 1 საველე ფინალური გამოცდა.
კურსის მონაწილეების შერჩევა მოხდება განაცხადების გადარჩევის საფუძველზე. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დამატებით გასაუბრების დანიშვნა.
მონაწილეების მსურველებმა 2023 წლის 14 მარტის ჩათვლით უნდა გამოგზავნონ ინტერესის გამოხატვის წერილი და სასურველია ასევე CV მისამართებზე: greeningproject@elkana.org.ge
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: 591 19 32 18 - ლიკა ქობალია