შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს, ვაკანსიებს პროფესიული განათლების განვითარების კოორდინატორის პოზიციაზე შემდეგ სკოლებში:
- სსიპ ქალაქ აბაშის № 1 საჯარო სკოლა - 1 საშტატო ერთეული
- სსიპ ქალაქ მარტვილის № 1 საჯარო სკოლა - 1 საშტატო ერთეული
- სსიპ რამინ დიხამინჯიას სახელობის დაბა ჩხოროწყუს #1 საჯარო სკოლა - 1 საშტატო ერთეული
- ქალაქ წალენჯიხის №1 საჯარო სკოლა- 1 საშტატო ერთეული
განაცხადი მიიღება 2023 წლის 7 მარტიდან 2023 წლის 20 მარტის ჩათვლით, როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე (www.hr.gov.ge), ასევე ელექტრონულ მისამართზე (hr@zssu.edu.ge)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები, სამუშაო აღწერილობები იხილეთ დანართი 1-ში
კონკურსის ეტაპები:
განაცხადების მიღება (07.03.2023წ.- 20.03.2023წ.)
Cv/რეზიუმეების გადარჩევა
პირველადი გასაუბრება - გამოცდილებისა და განათლების შეფასება, პირობების გაცნობა, საკვანძო კომპეტენციების შეფასება
მეორადი გასაუბრება სააგენტოს მონაწილეობით - ხედვის წარმოდგენა, როგორ წარმოუდგენია საკუთარი თავი და საქმე აღნიშნულ პოზიციაზე (წინასწარ გაგზავნილი მასალის საფუძველზე)
შერჩეულ კანდიდატთან შრომითი ხელშეკრულება ფორმდება 3 თვის ვადით, სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს" "სტუდენტური და პრესტუდენტური სერვისების განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში