2023 წლის 17 მარტს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შემაჯამებელი ღონისძიება UNICEF გაეროს ბავშვთა ფონდის პროექტის  „უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერება ინკლუზიური სკოლამდელი და ზოგადი განათლების მხარდასაჭერად“ ფარგლებში.  პროექტის მიზანს წარმოადგენდა უნივერსიტეტისა და ბავშვის უფლებათა ცენტრის  ინსტიტუციური და აკადემიური პერსონალის გაძლიერება ინკლუზიური განათლების მიმართულებით, ადვოკატირების გაწევა და უნივერსიტეტის მხარდაჭერა, გახდეს ტრენინგის სერვისის მიმწოდებელი ინკლუზიურ განათლებაში. პროექტი ხორციელდებოდა 2022 წლის 1 მარტიდან. ამ პერიოდის განმავლობაში გადამზადდა უნივერსიტეტის 5 აკდემიური პერსონალი ინკლუზიური განათლების, წიგნიერების, რაოდენობრივი წიგნიერებისა და პლატფორმა CK-12-ის მიმართულებით,   ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 44 საბავშვო ბაღის 63 აღმზრდელ-პედაგოგი და 15 საჯარო სკოლის 45 მასწავლებელი (სპეცმასწავლებლები, ქართული ენისა და ლიტერატურისა და  მათემატიკის  მასწავლებლები). პროექტის ფარგლებში  განახლდა არსებული სასწავლო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრი, ხოლო მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში გაიხსნა და აღიჭურვა ბავშვის უფლებებისა და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ცენტრი. პროექტი მხარდაჭერილი იყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (მასწავლებლის სახლი) მიერ, ჩართული იყო ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სკოლამდელი განათლების დაწესებულებების გაერთიანება.

    ზსსუ, უნივერსიტეტის მესამე მისიის ფარგლებში, გააგრძელებს მასწავლებელთა და აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების პროცესის ხელშეწყობას რეგიონში.

         336625795_923727088886379_8851843249544478366_n.jpg 336626547_901928764289714_7397955782179896582_n.jpg 336636219_131036113256852_2299706519208000312_n_0.jpg

         336824494_1218425692145989_481827895409852979_n.jpg 336633995_751681773260814_3583007262003280393_n.jpg 336648203_551813326932393_8293289390712958915_n.jpg

        336644182_157497817216004_534394784626342568_n.jpg 336655946_556622899871800_7893918937582536460_n.jpg 336615944_714112737160081_8207691918549393408_n.jpg

        336605711_776904503766578_3425757535022893417_n.jpg 336644619_920286555970236_5468807994764492524_n.jpg 336683435_732443921703256_5529063928512046537_n.jpg