28–29 ივნისსა და 1 ივლისის შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის რიგით მეათე სხდომა ჩატარდა. სხდომაში 160–მა სკოლის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდა პარლამენტარები შვიდ კომიტეტში მუშაობდნენ ორი დღის განმავლობაში, ხოლო მესამე დღეს მიღებული დადგენილებები წარადგინეს პლენარულ სხდომაზე. ახალგაზრდა პარლამენტარები შეხვდნენ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს ქ–თეონა ხუფენიას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ბ–ნ ლევან კონჯარიას და საკრებულოს სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს გელა თოლორაიას.