23.07.2012 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებულთა საყურადღებოდ

მიმდინარეობს საიტის განახლება

ა(ა)იპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის III საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე - ,,კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი", ,,ინფორმაციული ტექნოლოგი" - დარეგისტრირებულ პირთათვის მისაღები გამოცდა  ზოგად უნარებში ჩატარდება 30 ივლისს, 11 საათზე.

მისამართი: ზუგდიდი, ჯანაშიას 14

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

ა) პირადი (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში - წარმომადგენლის) განცხადება

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

გ) საბაზო საფეხურის ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე

დ) დაბადების მოწმობის ასლი

ე) სოციალური კატეგორიის მიკუთვნების დამადასტურებელი ასლი

დამატებითი ინფორმაციისთვის  დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 593 32 42 43