„სტუდენტთა რეიტინგული შეფასების გაანგარიშების წესი“

 

 

სტუდენტთა რეიტინგი გაიანგარიშება ყოველსემესტრულად

სტუდენტის შეფასების საშუალო მაჩვენებლის გამოსათვლელად საჭიროა სასწავლო კურსის/მოდულის შესაბამისი კრედიტების რაოდენობისა და სტუდენტის მიერ ამავე კურსში მიღებული შეფასების (ქულის) ნამრავლთა ჯამი გაიყოს კრედიტების ჯამზე.

GPA = GP * CR/CR, სადაც GP არის კურსის ქულა, CR კრედიტების  რაოდენობა.

მაგალითად: სტუდენტს გავლილი აქვს 6 სასწავლო კურსი, თითოეული 5 კრედიტის ოდენობით. თითოეული კურსის შეფასებით მიიღო: 83, 72, 71, 82, 83, 80.

სასწავლო კურსის გავლის შედეგად მიღებული ეს ქულები გავამრავლოთ თითოეულის კრედიტების ოდენობაზე:

83*5=415

72*5=360

71*5=355

82*5=410

83*5=415

80*5=400

მივიღოთ თითოეული ნამრავლის ჯამი:

415+360+355+410+415+400=2355

ეს ჯამი უნდა გავყოთ კრედიტების საერთო რაოდენობაზე

2355/30=78.5

სტუდენტის სემესტრული GPA არის 78.5

რეიტინგში არ შევა ის ქულები, რაც სტუდენტმა მიიღო ძველი აკადემიური დავალიანების დაფარვის შედეგად.

სტუდენტი არ შეიყვანება რეიტინგში, თუ:

მის მიმართ გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა და ამ ზომის გამოყენების ვადა არაა გასული;

სტუდენტს გააჩნია აკადემიური დავალიანება (ჩაუბარებელი გამოცდები);

სტუდენტს ადმინისტრაციაში შეტანილი აქვს განაცხადი სტატუსის შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე;

 

რეიტინგის გაანგარიშებისას გასათვალისწინებელი კომპონენტებია:

მონაწილეობა კონფერენციებში კონფერენციაში მონაწილეობისათვის სტუდენტის რეიტინგს დაემატება 0.5 ქულა, კონფერენციაზე საპრიზო ადგილის დაკავებისათვის 1 ქულა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

მონაწილეობა სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში თითოეულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სტუდენტს დაემატება 0.5 ქულა.

მონაწილეობა პროექტებში.  თითოეულ პროექტში მონაწილეობისათვის სტუდენტს დაემატება 0.5 ქულა. ამ კომპონენტში გაითვალისწინება ის პროექტები, რომლებიც ხორციელდება სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით ან თანამონაწილეობით და არ წარმოადგენს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებას.

წახალისება რექტორის ბრძანებით მადლობის გამოცხადებისათვის სტუდენტს დაემატება 1 ქულა;

კრედიტების რაოდენობა აღემატება 30-ს. სტუდნეტის სემესტრული დატვრითვა საგანმანათლებლო პროგრამით ითვალისწინებს მხოლოდ 30 კრედიტს, შესაბამისად სტუდენტის რეიტინგის გაანგარიშებაში მონაწილეობს მხოლდო 30 კრედიტი.

საერთო რეიტინგიდან გამოიყოფა ოქროს ათეული. ოქროს ათეულში შევა ის სტუდენტები, რომლის ათეულში შეყვანის საფუძველია მართვის ორგანოების დასკვნები.

ოქროს ათეულიდან გამოიყოფა სასწავლო უნივერსიტეტის სახე. ხუთი სტუდენტი, რომლებიც ზედიზედ ორჯერ ან მეტჯერ მოხვდნენ ოქროს ათეულში. თუ მათი რაოდენობა აღემატება ხუთს, აირჩევა რეიტინგით უმაღლესი ქულების მქონე.

 

 

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური