TEMPUS-ის პროგრამა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

მიმდინარეობს საიტის განახლება

2012-2013 სასწავლო წლიდან შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ორი საერთაშორისო პროექტი ხორციელდება: TEMPUS-ის პროგრამა „სტუდენტური კარიერის განვითარება საქართველოში“ და  ERASMUS MUNDUS  სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის საერთაშორისო პროგრამა. პროგრამების მიზანია უმაღლესი განათლების რეფორმის ხელშეწყობა და ითვალისწინებს პარტნიორი ქვეყენების უმაღლესი სასწავლებელების ევროპულ უნივერისტეტებთან თანამშრომლობას.

მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ERASMUS MUNDUS  პროგრამის ფარგლებში მოეწყო პირდაპირი ონლაინ ტრანსლაცია პირველი გაცნობითი შეხვედრის. ვიდეო ტრანსლაციის მიზანი იყო პარტნიორი ქვეყენების (როგორც ევროკავშრის წევრი, ისე არაწევრი ქვეყენების) ადგილობრივი კოორდინატორების გაცნობა და დაგეგმილი საქმიანობების გასახორიცელებელად აუცილებელი ღონისძიებების  განხილვა. პროგრამას უძღვებოდა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი სრული პროფესორი ბელა მოსია, რომელიც აღნიშNული საერთაშორისო პ[როგრამის ადგილობრივი კოორდინატორია.

TEMPUS-ის პროგრამის ფარგლებში მსგავსი შეხვედრა მიმდინარე წლის 12-15 დეკემბრის ჩათვლით იგეგმება ვილნიუსის უნივერსიტეტში, რომელსაც დაესწრებიან ადგილობრივი კოორდინატორი ბელა მოსია და საერთაშორისო პროგრამის თანამონაწილე თამრიკო ლუკავა.