ორგანიზაცია ,,ევროპულ დემოკრატიული ცენტრის” ორგანიზებით შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგ-სემინარი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ტრენინგ- სემინარის მიზანია სტუდენტებს გააცნოს საარჩევნო პროცედურები და კომისიის წევრთა უფლება -მოვალეობები. ტრენინგები ტარდება ორი დღის განმავლობაში როგორც ადგილობრივ ისე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან .მიმდინარე წლის 28 სექტემბერს გაიმართება დასკვნითი ღონისძიება, რომელიც ითვალისწინებს ამავე თემის გარშემო შეჯიბრს სხვადასხვა უნივერსიტეტის წინასწარ შერჩეულ სტუდენტთა გუნდებს შორის. დასკვნით ღონისძიებაზე თითეულ მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი.