უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სახელმძღვანელო პროგრამა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

ტრენინგის მასალები Training Material (ტრენინგი ადმინისტრაციისთვის)

რა არის ინტერნაციონალიზაცია? ( ტრენინგი აკადემიურისთვის)

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2011 წლიდან ჩართული საერთაშორისო პროექტებში, როგორც მობილობის ERASMUS MUNDUS -ის ისე ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების TEMPUS-ის ტიპის პროექტებში.  დღემდე სასწავლო უნივერსიტეტში ზემოაღნიშნული პროექტების ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა ტიპის აქტივობები როგორც ERASMUS MUNDUS -ის (მობილობის) ისე TEMPUS-ის ტიპის პროექტების ფარგლებში.

2012 წლიდან დღემდე ზემოაღნიშნული პროექტების ფარგლებში მობილობით ისარგებლა ოცდაათამდე სტუდენტმა და ოცამდე აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა. მობილობა ხორციელდებოდა  შემდეგი პროექტების ფარგლებში:

EMNENCE და EMINENCE II _ Erasmus Mundus _ Integration of Neighbouring EasterN Regions Through Cooperation in Higher Education II-strand 1-lot5  (Adam Mickiewicz University in Poznan, Poland, Coordinator)

HERMES _ Humanities Education Revitalizes via Mundus Experiences  (National and Kapodistrian University of Athens, Greece, Coordinator)

EMBER _ Erasmus Mundus Broadening Educational Opportunities (University of Seville, Spain, Coordinator)

EFFORT, EDUCATION FORCE _ Driving Mobility for EU-East Europe Cooperation (Alexander Technological Educational Insitute of Tessaloniki, Greece. Coordinator)

სასწავლო უნივერსიტეტში 2012 წლიდან დღემდე განხორციელებული ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების TEMPUS-ის ტიპის პროექტების ფარგლებში არა ერთი მნიშვნელოვანი სიახლე დაინერგა. 

CASEDE (კოორდინატორი ვინლიუსის უნივერსიტეი, ლიტვა) ფარგლებში გაიხსნა კარიერის ცენტრი, რომელიც პერიოდულად მართავს ტრენინგებსა და სემინარებს სტუდენტთა კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

PICASA (კოორდინატორი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სომხეთი) რომლიც ფარგლებშ გაიხსნა უცხო ენათა შემსწავლელი ცენტრი, რომლის მიზანია უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) სწავლის ხელშეწყობა სასწავლო უნივერსიტეის სტუდენტებსა და თანამშრომლებისთვის. აღნიშნული პროექტის გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა ინტერნაციონალიზაციის სახელმძღვანელო დოკუმენტი.

DARE (კოორდინატორი ჰაიფას უნივერსიტეტი, ისრაელი), რომლის ფარგლებშა გაიხსნა სტუდენტთა მომსახურების ლაბორატორია, რომელიც ითვალისწინებს დევნილი სტუდენტების, შვილიანი დედების, ეროვნული უმცირესობების, სპეციალური საჭიროების მქონე, დასწავლის პრობლემების, ფიზიკური და მენტალური შესაძლებლობების შეზღუდვის მქონე სტუდენტებისთვის სპეციალური მომსახურების შეთავაზებას დამატებითი კონსულტაციების გაწევას, ლექციათა აუდიო და ვიდეო ვერსიებით მომარაგებას. 

STAR (კოორდინატორი მასარიკის უნივერსიტეტი, ჩეხეთი). აღნიშნული პროექტის ფარგლებში იგეგმება აკადემიური პერსონალის ხელშეწყობის პროგრამა სწავლისა და სწავლების მეთოდების გაუმჯობესების მიზნით. პროგრამა შეტავაზებულ იქნება როგორც ონლაინ კურსების ასევე პირისპირ შეხვედრების სახით.

INTEGRITY (კოორდინატორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეი, საქართველო), რომელიც მიზნად ისახავს პლაგიარის საკითხის, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების უმთავრესი გამოწვევის გარშემო კვლევასა და მისი აღმოფხვრის გზების ძიებისა და დანერგვის შესაძლებლობას.

აღნიშნული პროექტების ფარგლებში სასწავლო უნივერსიტეტი აღიჭურვა ზემოაღნიშნული მომსახურებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით. გადამზადებული პერსონალით. 

2015 წლიდან სასწავლო უნივერსიტეტი ჩაერთო Erasmus+ -ის ტიპის პროგრამებში, მათ შორის კრედიტების მობილობისა და შესაძლებლობების გაძლიერების პროექტებში.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სემინარებში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

2014 წლის 1-4 ოქტომბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა უმასპინძლა  მსოფლიო ფოლკლორისტთა სამეცნიერო კონფერენციას ზუგდიდში.

ISFNR (International Society for Folk Narrative Research) ფოლკლორისტთა საერთაშორისო საზოგადოების BNN (Belief Narrative Network) committee რწმენა-წარმოდგენების კომიტეტის მსოფლიო საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით: „ზებუნერბივი ძალები“ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მოეწყო  მნიშვნელოვან სამეცნიერო შეხვედრა, აღნიშნული საზოგადოების 76 წევრსა და ქართველ ფოლკლორისტთა მონაწილეობით.

2017 წლის 24-26 ოქტომბერს მოეწყოა საერთაშორისო კონფერენცია შოთა რუსთველის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით. კონფერენციის მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ თურქეთისა და ირანის უმაღლეის საგანმაანთლებლო დაწესებულებების პროფესორები. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების არა ერთმა პროფესორმა, რომელთა კვლევის სფერო და ინტერესი იყო რუსთველი და მისი უკვდავი პოემა.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახლემწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ამჟამად მიმდინარეობს ორმხრივ ხელშეკრულებაზე დაფუძნებული Erasmus+-ის (კრედიტების მობილობა) ორი პროექტი:

ოპოლეს უნივერსიტეტი (პოლონეთი)

პორტოს უნივერსიტეტი (პორტუგალია)

                                                                                                                 

                       ასევე ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების პროექტები:

                                             

(STAR) კოორდინატორი მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი)

PICASA (erevani) ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სომხეთი)

DARE (Isralei) ჰაიფას უნივერსიტეტი (ისრაელი)

NISPAcee საჯარო მმართველობის პარტნიორობის ქსელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში 

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო