18.07.2014 მობილობის პროცესი I– აგვისტოს დაიწყება

მიმდინარეობს საიტის განახლება

განისაზღვრება მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით განისაზღვრა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები: 

  1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით ჩასარიცხ სტუდენტთა ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 2014 წლის 15 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით.
  2. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 2014 წლის პირველი აგვისტოდან 21 აგვისტოს 18:30სთ-მდე.
  3. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა განხადებების რეგისტრაციისა  და სტუდენტის პირად საქმეში არსებული დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის ვადა 1 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით.
  4. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების ცენტრში წარდგენის ვადა - 2014 წლის 26 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველებმა, ელექტრონული რეგისტრაციის გავლის შემდეგ, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. განცხადება შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის სახელზე,
  2. სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი,
  3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი (დედანთან ერთად,)
  4. ეეგ სერტიფიკატის ქსეროასლი,
  5. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის, კურსიდან კურსზე გადაყვანის ბრძანებების დამოწმებული ასლები,
  6. სამხედრო მიწერის მოწმობის ქსეროასლი (ბიჭებისათვის),
  7. პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციის ქსეროასლები.

დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 2014 წლის 1 აგვისტოდან  3 სექტემბრის ჩათვლით.

მისამართი: ზუგდიდი, ჯანაშიას 14.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ:   591 32-42-42