09.12.2014 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში კონსტანტინე (კოკო) გამსახურდიამ საჯარო ლექცია წაიკითხა

მიმდინარეობს საიტის განახლება

დღეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში კონსტანტინე (კოკო) გამსახურდიამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე  ,,ზვიად გამსახურდიას ცხოვრება და მოღვაწეობა ”. ასევე გაიმართა კონსტანტინე (კოკო) გამსახურდიას მიერ გამოცემული წიგნების პრეზენტაცია.

კოსმიური წირვა (ზვიად გამსახურდიას ლექსები), მასში შესულია ავტორის სიცოცხლეში გამოცემული კრებულის „მთვარის ნიშნობის" გარდა დღემდე გამოუქვეყნებელი ლექსებიც. წინასიტყვაობა, ზვიად გამსახურდიას ბიოგრაფია და მისი ლექსების მიმოხილვა ეკუთვნის კონსტანტინე ზ. გამსახურდიას;

ყვავილების წიგნი (კონსტანტინე ზ. გამსახურდიას მიერ ინგლისურიდან თარგმნილი პრერაფაელიტური პოეზიის ნიმუშები)

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საქმე (საპარლამენტო კომისიის დასკვნითი დოკუმენტი ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით).