მიმდინარე წლის 11 მაისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის  მონაწილეობის მისაღებად გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენლებმა შტეფან იოჰან შაცის ხელმძღვანეობით უნივერსიტეტის სტუდენტებს  აპლიკაციის შევსების მეთოდები და გამოცდილება გააცნეს. შეხვედრის ინიციატორი იყო სასწავლო უნივერსიტეტის გერმანული ენის მასწავლებელი თინათინ ლოლუა.