საქართველოში ამერიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამეგრელოდან,    შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დაგეგმილი სამეცნიერო კონფერენციით დაიწყო.  კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა თეონა ხუფენიამ,  რომელმაც ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებზე. კონფერენციაზე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორმა გელა ჩილაჩავამ და სტუდენტებმა: თეონა კუკავამ და თამარ ბენდელიანმა წაიკითხეს ამერიკის ისტორიასა და   კულტურაზე მოხსენებები.  ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა ჯამალ ლუისმა წაიკითხა მოხსენება თემაზე: „ბუფალო მეომრები“, სამეცნიერო კონფერენციას ესწრებოდნენ  ამერიკის შეერთებული შტატების   ელჩი  საქართველოში რიჩარდ ნორლანდი,  საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისის ხელმძღვანელი კორტნი ოსტრიანი, ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი ჯამალ ლუისი, საინფორმაციო რესურსების ასისტენტი ნანა შუღლაძე.  

კონფერენციის ბოლოს გაიმართა ფილმის ჩვენება და დისკუსია-განხილვა.

უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებმა ელჩს,  რიჩარდ ნორლანდს დაბადების დღე – 60 წლის იუბილე მიულოცეს.