14 იანვარს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა ჟურნალ "კრიტიკის" მეხუთე ნომრის პრეზენტაცია. ჟურნალი ეძღვნება ოთარ ჭილაძის გარდაცვალებიდან წლისთავს. აქ შეჯამებულია თანამედროვეობის დიდი მწერლის შემოქმედება. ნომრის გაცნობა ინტერესს აღუძრავს სტუდენტებს, უკეთ გაეცნონ უნატიფესი ლირიკისა და ორიგინალური პროზაიკოსის ნაწარმოებებს.