მიმდინარე წლის 6 ნოემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი თეონა ხუფენია და ამავე უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი  ბელა მოსია უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო პროექტის Promoting Internationalization of HEIs in Eastern Neighborhood Countries (PICASA) ფარგლებში უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს შეხვდა. ტრენინგ-სემინარი მოიცავდა ინფორმაციას, პროექტის მეთოდოლოგიისა და სასწავლო უნივერსიტეტის შესაძლებლობის გაძლიერების საქმეში ინტერნაციონალიზაციის განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ. დამსწრეებს გააცნეს სამომავლო გეგმები  საგანმანათლებლო პროგრამის ინტერნაციონალიზების თვალსაზრისით გასაწევი შემდგომი საქმიანობების შესახებ.