უნივერსიტეტში მდგრადი განვითარების მე-16 მიზანი საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში სტუდენტებტან შეხვედრა გაიმართა...

2017 წლის 14 დეკემბერს შოთა მესხიას ზუგგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მდგრადი განვითარების მე-16 მიზანი საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში  სტუდენტებტან შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრის მიზანი იყო მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის (მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოება)განხორციელების პროცესში დაგროვილი გამოცდილებისა და მიღწეული წარმატების გაზიარება.

მდგრადი განვითარების პროგრამის მე-16 მიზანი: მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები - მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოებები აუცილებელია მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. ადამიანებს ყველგან სჭირდებათ იყვნენ თავისუფალი შიშისგან, ძალადობის ყველა ფორმისაგან და უსაფრთხოდ იგრძნონ თავი ცხოვრებაში ეთნიკური კუთვნილების, რწმენის ან სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად.
მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად გვჭირდება ეფექტური და ინკლუზიური საზოგადოებრივი ინსტიტუტები, რომლებსაც შეუძლიათ სერვისების მიწოდება და რომლებიც შეძლებენ ხარისხიანი განათლებისა და ჯანდაცვის, სამართლიანი ეკონომიკური და  გარემოს დაცვის უზრუნველყოფას.

ინტელის ტრენინგი „მეწარმეობა და ტექნოლოგიები“

ინოვაციური განათლების ფონდი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით იწყებს ტექნოლოგიების და მეწარმეობის ტრენინგზე მსმენელთა შერჩევას ზუგდიდში.
36 საათიანი ტრენინგი ეფუძნება კორპორაცია "ინტელის" მიერ შემუშავებულ კურსს და განკუთვნილია 16-25 წლამდე ახალგაზრდებისთვის. ტრენინგი დაიწყება 2017 წლის დეკემბერში; ტრენინგის სესიები ჩატარდება კვირაში ერთხელ 2.5 საათის მანძილზე.
ტრენინგი მოიცავს მეწარმეობის საბაზო საკითხებს, რომლის შესწავლის პროცესში მსმენელი დაეუფლება კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებას. კურსში განხილულია ბიზნეს იდეების გენერირების, ფინანსების, მენეჯმენტის, მარკეტინგისა და ბიზნეს გეგმის შემუშავების ძირითადი ასპექტები.
პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის “ახალგაზრდების შესაძლებლობების გაზრდა მეწარმეობისათვის” ფარგლებში.
პროექტის ფარგლებში მეწარმეობისა და ტექნოლოგიების კურსზე დასწრება უფასოა.
კურსის მსმენელი შესაძლებელია იყოს:
• საშუალო სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლე
• საშუალო პროფესიული-ტექნიკური სასწავლებლის მოსწავლე ან კურსდამთავრებული
• აბიტურიენტი
• მეწარმე ან დამწყები ბიზნესმენი
• მოხალისე
• დროებით უმუშევარი
ტრენინგის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. ტრენინგის ფარგლებში შექმნილი საუკეთესო ბიზნეს-გეგმების ავტორები მონაწილეობას მიიღებენ პროექტის შემაჯამებელ კონფერენციაში თბილისში.
ტრენინგში მონაწილეობისათვის აუცილებელია ინტერნეტ-სააპლიკაციო ფორმის შევსება 17 დეკემბრის ჩათვლით. ფორმა მოცემულია ბმულზე:
 
ზუგდიდის ტექნოპარკის  სარეგისტრაციო ფორმა 
 
ფასილიტატორი დათო მალანია
 
გაითვალისწინეთ, ადგილები შეზღუდულია და ჩარიცხვა მოხდება გასაუბრების შემდეგ
 
გისურვებთ წარმატებას

 

უნივერსიტეტში ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია ,,ქსენონმა“ საინფორმაციო შეხვედრა გამართა...

2017 წლის 13 დეკემბერს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია ,,ქსენონმა“კიბოს   ადრეული გამოვლენისა და ეფექტური მართვისთვის  საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში ასოციაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს თუ რა მნიშვნელობა აქვს სკრინინგს კიბოს პრევენციისთვის და კიბოს სკრინინგის რა  პროგრამები ხორცილდება საქართველოში.

უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის განხილვა...

2017 წლის 11-12 დეკემბერს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის  სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მომუშავე ჯგუფი უნივერსიტეტის პროფესორებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს შეხვდა. სტრატეგიული განვითარების გეგმის განხილვა მიმდინარეობდა საჯაროდ, ასევე განხილულ იქნა განახლებული ავტორიზაციის სტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. მორიგი შეხვედრა დაგეგმილია 2017 წლის 20 დეკემბერს.

შეხვედრა მოდულური /დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის მიზნით...

2017 წლის 30 ნოემრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან გარე მხარდაჭერის ჯგუფის წევრი/ექსპერტი ქეთევან ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში.ექსპერტი შეხვდა პროფესიული განათლების მასწავლებლებს, სტუდენტებს. შეხვედრა შედგა როგრც ზუგდიდის ასევე სენაკის ბაზაზე.სამუშაო შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო მოდულების განხორციელების ხელშეწყობა,მეტი მოქნილობა, სტუდენტების ჩართულობა და უკუკავშირის უკეთესი გზების ძიება. მოხდა პრობლემების იდენტიფიცირება და დასიახა მათი აღმოფხვრის გზები.

უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა განახლდა.

2017 წლის 27 ნოემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა განახლდა.

საჯარო ლექცია ,,თანამედროვე ონლაინ მედიის ეკოსისტემა, ყალბი ახალი ამბები და უსაფრთხოების შესაძლებლობები“

2017 წლის 27 ნოემბერს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ომისა და მშვიდობის გაუქმების ინსტიტუტმა (IWPR), ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM) პარტნიორბით, ჩაატარა საჯარო ლექცია, ონლაინ მედია მანიპულაციებისა და ციფრული უსაფრთხოების საკითხებზე

ლექციას უძღვებოდნენ:თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო  უნვერსიტეტის პროფესორი ნათია კუპრაშვილი, ციფრული და ფიზიკური უსაფრთხოების  ტრენერი გიორგი კუპატაძე.

ლექციის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაიცა იმ მედია მანიპულატორებზე, რომლებიც საფრთხეს  უქმნიან საზოგადოების სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ასევე გაეცნენ ციფრული უსაფრთხოების საფუძვლებს

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2017 წლის 24 ნოემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.კონფერენციამ მიმართულებების მიხედვით სამ სექციაში იმუშავა,წაკითხულ იქნა 22 მოხსენება რომელიც შევა უნივერსიტეტის მორიგ კრებულში

საჯარო ლექცია თემაზე ,,როგრ დავგეგმოთ მომავალი"

2017 წლის 20 ნოემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე ,,როგორ დავგეგმოთ მომავალი".ლექცია წაიკითხა ლიბერთი ბანკის აუდიტის კომიტეტის თავჟდომარემ, ლონდონის ბიზნეს სკოლის მაგისტრმა ვარლამ ებანოიძემ.

,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ"პარლამენტში გაიმართა საყოველთაო სახალხო განხილვა..

2017 წლის 17 ნოემბერს შოთა მესხაის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს პარლამენტში გამართულ ახალმიღებულ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაში...

Pages

Subscribe to შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი RSS