მიმდინარეობს საიტის განახლება

ვორკშოფი სამართლის თერიისა და სოციალური მეცნიერებების ინტერდისციპლინური კვლევისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში

2017 წლის 4 აპრილს, 14:00 საათზე, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწფო სასწავლო უნივერსიტეტში სამართლის თერიისა და სოციალური მეცნიერებების ინტერდისციპლინური კვლევისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში პირველი ვორქშოფი გაიმართება. ვორქშოფში მონაწილეობას იღებენ ილიას სახელმწფო უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის,ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის,თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიო უნივესრსიტეტის, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორები,სამართლის დარგის სპეციალისტები,უნივერსიტეტის სტუდენტები.

ვორკშოფზე დამუშავდება და განიხილება სამართლის და სოციალური  თეორიის საკითხები,რომლებსაც ინტერდისციპლინარული ღირებულებები გააჩნიათ და შესაბამისად მნიშვნელოვანია როგრც სამართალმცოდნეობის და სოციალური თეორიის ისე ისტორიოგრაფიის და კულტურული მეცინიერების სტუდენტებისა და მკლევარებისათვის.

ტრენინგი “გენდერული ძალადობის ღია და ფარული ფორმები”.

"საფარი" იწვევს სტუდენტებს რეგიონებში გენდერის შესახებ ტრეინინგებისა და საჯარო ლექციების ციკლზე. კავშირი “საფარი” გთავაზობთ ერთდღიან სერტიფიცირებულ ტრეინინგს სტუდენტებისთვის “გენდერული ძალადობის ღია და ფარული ფორმები”. ამასთან, ტრეინინგის მეორე დღეს გაიმართება საჯარო ლექცია.

ტრეინინგებისა და საჯარო ლექციების საკითხები:

- გენდერი, გენდერულად მოტივირებული დისკრიმინაცია
- სექსუალური შევიწროების ფორმები
- სექსუალური შევიწროების სამართლებრივი რეგულირება
- სექსუალური შევიწროების ფსიქოლოგიური ასპექტები
- როგორ დავიცვათ თავი და როგორ დავეხმაროთ სხვას
- გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლა და აქტივიზმი     

·ტრეინინგების განრიგი:     

·ზუგდიდი 27 აპრილი

.ტრეინინგის ჩატარების დრო: 10:00 – 16:30
ადგილი: შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი   

·საჯარო ლექციის განრიგი:

·ზუგდიდი 28 აპრილი
საჯარო ლექციის ჩატარების დრო: 12:00 – 14:00
ადგილი: შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის იხილეთ: http://jobs.ge/136297/

პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ პრეზენტაცია შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

სახელმწიფო პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ დირექტორი ვაჟა მენაბდე სტუდენტებს შეხვდა და გააცნო პროექტი და ის შესაძლებლობები, რასაც დღეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროექტი აძლევს სტუდენტებს.
„სტარტაპ საქართველო" სს „საპარტნიორო ფონდის" მიერ დაფუძნდა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს დამწყები ბიზნესის (სტარტაპების) განვითარებას საქართველოში. „სტარტაპ  საქართველო" საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. ის ეკონომიკური რეფორმის ნაწილია, რომელიც თავის მხრივ სამთავრობო 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს.

უნივერსიეტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი მონაწილეობას მიიღებს რეზო ბულიას სახელობის ხელოვნების ფესტივალში

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო  უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი მონაწილეობას მიიღებს ღვაწლმოსილი ქორეოგრაფის, რეზო ბულიას სახელობის  ხელოვნების ფესტივალში - "ქართული ცეკვა სული ერისა".

ფესტივალი გაიმართება 2017 წლის  18 -19  მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიეტეტის კულტურის ცენტრ ,,ოდიშში“.

შეხვედრა ამერიკელ პოეტ და მთარგმნელ ლინ კოფინთან

დღეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში  ამერიკელ პოეტ და მთარგმნელ ლინ კოფინთან შეხვედრა მოეწყო. ლინ კოფინის მიერ შესრულებულია ”ვეფხისტყაოსანის“ პირველი პოეტური თარგმანი 16-მარცვლიანი შაირით. თარგმანის ტექსტს საფუძვლად უდევს 1966 წელს ”ვეფხისტყაოსანის“ ტექსტის დამდგენი კომისიის მიერ მომზადებული და პროფესორ ნოდარ ნათაძის მიერ კომენტირებული გამოცემები.  ლინ კოფინს თარგმნილი აქვს თანამედროვე ქართველი პოეტების - დათო ბარბაქაძის, გიორგი კეკელიძის, გივი ალხაზიშვილის, ზაზა აბზიანიძის  ლექსებიც.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ყველა საფეხურის სტუდენტთა საყურადღებოდ!

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კარიერის განვითარების ცენტრი გთვაზობთ უფასო ტრენინგებს ,,კარიერის მართვაში’’.გინდა გაერკვე საკუთარ თავში რისი კეთება გსიამოვნებს ან გამოგდის ყველაზე კარგად;  ჯერ ვერ გადაგიწყვეტია რომელ სფეროში გინდა გახდე წარმატებული;  არ იცი როგორ შეადგინო ეფექტური რეზიუმე და როგორ მოიქცე გასაუბრებაზე;  კარიერის მართვის კურსი დაგეხმარება ისწავლო, თუ როგორ შეაფასო საკუთარი კომპეტენციები, ინტერესები და კარიერული მისწრაფებები; როგორ დაისახო შენს ხასიათსა და უნარებს მორგებული კარიერული ხედვა; მოიძიო და შეისწავლო კარიერული შესაძლებლობები; გაიგო თუ როგორ მუშაობს შრომის ბაზარი; სამსახურის საძიებლად - შეადგინო რეზიუმე და სამოტივაციო წერილი; მონაწილეობა მიიღო იმიტირებულ გასაუბრებაში;

რეგისტრაციაა იწყება 11 მარტს და გაგრძელდება 18 მარტამდე
კურსის ბოლოს მიიღებთ სერტიფიკატს.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ელ ფოსტაზე: 
tamrikolukava@gmail.com
რეგისტრაციისთვის მობრძანდით უნივერსიტეტის 114-ე აუდიტორიაში

პროექტი - სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS)

პროექტის - სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის  (SYNCS) ფარგლებში უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტები მაკარ ლაგვილავა, მარგალიტა ჯიქა, ნანა ბულესკირია, ნათია თირქია   ახორციელებენ პრაქტიკულ კვლევებს  ხობის, სენაკის, ზუგდიდისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში. კვლევა ეხება სკოლაში სამოქალაქო განათლების პრაქტიკული ასპექტების გაძლიერებას.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულები წარმატებით საქმდებიან

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის შემდუღებლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის 2015-2016 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები დასაქმდნენ კომპანიებში: ,,დაგი“ და  ,,პირამიდა“, რომლებმაც  მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მასშტაბით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში - საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხის  მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი ,,რუხი მოლის“,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  სოფელ დარჩელში  თანამედროვე სტანდარტების (დღიურად 24 ტონა თხილის გაშრობა და ერთდროულად 500 ტონა თხილის დასაწყობება) თხილის საშრობი ქარხნის,  ქობულეთში 3 სართულიანი სასტუმროს  მშენებლობებში.  

ამჟამად ამავე პროფილით აღნიშნული კურსდამთავრებულები მუშაობენ ქ. თბილისში დიდ დიღომში მუნიციპალური ავტობუსების ევროსტანდარტების ავტობაზის მშენებლობაზე.

სტუდენტური ოლიმპიადა ეკონომიკაში (,,მომავალი ეკონომისტი’’)

არასამთავრობო ორგანიზაცია ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი საქართველოს მასშტაბით ატარებს  სტუდენტურ ოლიმპიადას ეკონომიკაში (,,მომავალი ეკონომისტი’’). ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში არსებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს, მათ შორის უცხოელებს. ოლიმპიადა ჩატარდება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

ოლიმპიადა ჩატარდება სამ ტურად. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი და არაფულადი პრიზები

ოლიმპიადის გამარჯვებული მიიღებს 1 000 ლარს, მეორეადგილოსანი დაჯილდოვდება 700 ლარით, მესამეადგილოსანი - 500 ლარით, მეოთხეადგილოსანი - 400 ლარით, მეხუთეადგილოსანი - 300 ლარით. პირველ ათეულში გასული სტუდენტები მიიღებენ სხვადასხვა არაფულად პრიზებს.

ოლიმპიადა გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში.

ოლიმპიადაზე დარეგისტრირების ბოლო ვადაა 26 მარტი.

ოლიმპიადაზე დარეგისტრირება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.olympiad.ge ან ღონისძიების Facebook გვერდზე

https://www.facebook.com/olympiadepec/?ref=aymt_homepage_panel

Economic Policy Expert Center organizes student Olympiad in economics.

First, second, third and fourth year bachelor’s students from any faculty of Georgian universities will take part in the competition. English language sector will also be working at the Olympiad and citizens of foreign countries who study on bachelors’ programs in Georgia can also participate.

Winners will be awarded financial and nonfinancial prizes: 1st place - 1000 GEL; 2nd place - 700 GEL; 3rd place - 500 GEL; 4th place - 400 GEL; 5th place - 300 GEL.

Deadline for the registration is March 26.

For registration and more information please, visit web-page: www.olympiad.ge or Facebook page https://www.facebook.com/olympiadepec/?ref=aymt_homepage_panel

 

 

სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო რექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს არჩევნებს 2017 წლის 6 მარტიდან

სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო   რექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად  აცხადებს არჩევნებს 2017 წლის 6 მარტიდან 

     რექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის  ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს  სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 10 წლის სტაჟი. კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს  შემდეგი დოკუმენტები:

1. განცხადება აკადემიური საბჭოს სახელზე.

2.სამოქმედო გეგმა .

3. სამოტივაციო წერილი.

4. ავტობიოგრაფია/CV

5. დიპლომის ასლი (ნოტარიალურად დამოწმებული).

6. სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ნოტარიალურად დამოწმებული).

7.  კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერტიფიკატების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

8. ცნობა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან კანდიდატის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 9. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

10. პირადობის  მოწმობის ასლი.

11.   2 ც  ფოტოსურათი ¾.

     კანდიდატთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 7 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით (ოთახი N 230, საარჩევნო კომისია) დილის 10 საათიდან 18 საათამდე  მისამართზე-ზუგდიდი,  ჯანაშიას ქ.№14  (შაბათ-კვირის გარდა).   მობ: 577 315749

    აკადემიური საბჭოს მიერ კანდიდატებთან  გასაუბრება ჩატარდება  2017 წლის  21 აპრილს.

   არჩევნები ჩატარდება 2017 წლის 24 აპრილს.

Pages

Subscribe to შოთა მესხიას<br>ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი RSS