,,ზამთრის სკოლა 2017"

2017 წლის 16 ნოემბერს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამართლის მიმართულების განვითრების პროექტის ფარგლებში დაგეგმილი,,ზამთრის სკოლა 2017" მოეწყო სადაც გერმანელი პროფესორი ვოლტერ იეშკე, სტუდენტებს შეხვდა..

სამართლის მიმართულების განვითარების პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტში დაგეგმილია ზამთრის სკოლის მოწყობა

2017 წლის 16-17 ნოემბერს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამართლის მიმართულების განვითრების პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ზამთრის სკოლის მოწყობა.ზამთრის სკოლის ლექციებს გაუძღვებიან: გერმანელი პროფესორი ვოლტერ იეშკე, ქართველი პროფესორები მამუკა ბერიაშვილი,მინდია ოკუჯავა,ლევან შატბერაშვილი,დოქტორანტი ზაზა ჯაში, ელისაბედ ლომსიანიძე. ზამთრის სკოლაში მონაწილეობას 20 სტუდენტი ღებულობს.

საკომუნიკაციო კამპანია შეზღუდული შესაძლობლობის მქონე პირების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმის წინააღმდეგ.

2017 წლის 13 ნოემბერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიმართ საზოგადოებაში ნეგატიური განწყობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია ,, დაინახე ყველაფერი’’, სტუმრად ეწვია შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, სადაც შეხვდა ადგილობრივ სტუდენტებს. შეხვედრის დროს მონაწილეებმა ნახეს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები იმ ცვლილებების შესახებ, რაც მოაქვს ტიპური და არატიპური განვითარების მქონე მოზარდების მეგობრობასა და კომუნიკაციას. სტუდენტები გაეცნენ ადგილობრივი შეზღუდული შესაძელბლობის მქონე ახალგაზრდის მიღწევებსა და წარმატებულ ისტორიას, უნივერსიტეტში მოეწყო მისი ნამუშევრების გამოფენა.

ტრენინგი სასწავლო პროცესში მართვის ელექტრონული სისტემის დასანერგად

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი აგრძელებს  ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ახალი სტანდარტებისთვის  მზადების პროცესს. 2017 წლის 6 ნოემბერს  გაიმართა სამუშაო შეხვედრა-ტრენინგი სასწავლო პროცესში მართვის ელექტრონული სისტემის დასანერგად. სასწავლო პროცესის მართვის სისტემა უზრუნველყოფს უნივერსიტეტში ელექტრონულ ურთიერთკავშირს ადმინისტრაციას, პროფესორსა და სტუდენტს შორის. სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა  ნახოს  პირადი მონაცემები, სასწავლო ბარათი, საგანმანათლებლო პროგრამები, სასწავლო ცხრილი, ნიშნების ფურცელი, დავალებები, შეამოწმოს ფინანსური მდგომარეობა, აირჩიოს არჩევითი საგნები, დაწეროს განაცხადები ელექტრონულად, ისარგებლოს უნივერსიტეტის ელექტრონული ბიბლიოთეკის რესურსებით და სხვა. სასწავლო პროცესის მართვის სისტემა წარმოადგენს ვებსაიტს, რომელიც განთავსებული იქნება ინტერნეტში, რაც მისცემს საშუალებას შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ადმინისტრაციას ისარგებლონ ამ  სისტემით როგორც უნივერსიტეტში, ასევე მის გარეთ, პერსონალური კომპიუტერით, ლეპტოპით, პლანშეტით, სმარტფონით, რომელიც ჩართულია ინტერნეტში.

 აღნიშნული სისტემის დანერგვა უფრო მოქნილს გახდის  სასწავლო პროცესის  მართვას.

სტატუსშეჩერებული სტუდენტთა საყრადღებოდ!...

სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სტატუსის შეჩერებიდან ხუთწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ავტომატურად უწყდებათ სტატუსი. ამ კატეგორიის სტუდენტებს სტატუსის შეწყვეტიდან ერთი წლის განმავლობაში შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა მობილობაში.

კითხვების შემთხვევაში დარეკეთ: 591 32 42 42

მეტის სანახავად იხილეთ ქვემოთ მოცემული ბმული:

სემინარი თემაზე ,,კულტურის თეორია"

2017 წლის 2 ნოემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამართლის მიმართულების განვითარების პროექტის ფარგლებში გერმანელი პრფოესორი თეო კობუში სტუდენტებს შეხვდა სემინარით თემაზე: ,,კულტურის თეორია"

მორიგი საჯარო ლექცია სამართლის მიმართულების განვითარების პროექტის ფარგლებში...

2017 წლის 3 ნოემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტში სამართლის მიმართულების პროექტის ფარგლებში 10:00 - ზე ტარდება  მორგი საჯარო ლექცია თემაზე...

მომხსენებლები: 

მარიამ ხაზარაძე საჯარო ლექცია თემაზე:სამართლებლივი სახელმწიფო,როგორც ზნეობრივი სახელმწიფო

გირგი ბერიაშვილი, ელისაბედ ლომსიანიძე საჯარო ლექცია თემაზე: საერთაშორისო სამართალი ,როგორც ბუნებითი მდგომარეობიდან გამოსვლის გზა.

საჯარო ლექცია, სოციალური სახელმწიფო, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს წინაპირობა”

2017 წლის 2 -  ნოემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 13:30 - ზე სამართლის მიმართულების განვითარების პროექტის ფარგლებში ტარდება საჯარო ლექცია თემაზე სოციალური სახელმწიფოროგორც სამართლებრივი სახელმწიფოს წინაპირობა

მომხსენებლები:

.თეო კობუში, ბონის (გერმანია) სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი 

ლექცია თემაზე:  ,,შესაქმე არარადან"

.მაკა ლაშხია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

ლექცია თემაზე: ,, ევთანაზიის რელიგიურობა და სამართლებლივი საფუძვლები"

უნივერსიტეტში ,,ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციების გამოფენა მოეწყო

2017 წლის 27-28 ოქტომბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ფერეიდანელი ქართველი მხატვრის, ჰელენ იოსელიანის ,,ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციების გამოფენა მოეწყო.

რუსთველის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნა...

2017 წლის 27 ოქტომბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიხსნა რუსთველის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

Pages

Subscribe to შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი RSS