უნივერსიტეტში პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის ღია კარის დღე გაიმართა

2017 წლის შემოდგომის პროფესიული ტესტირების გზით პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის   ღია კარის დღე გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდა შეფასებისა და განათლების  ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი თამარ კაკუტია. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს საშუალება ჰქონდათ პროფესიული ტესტირების, პროფესიულ პროგრამებზე დაფინანსების მოპოვების, ჩარიცხვისა და სხვა  დეტალების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.

რუსთველის საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის პროგრამა

ტრენინგი თემაზე, კლიენტის წარმომადგენლობა მედიაციაში

2017 წლის 17- 18 ოქტომბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის მიერ სტუდენტებს, პროფესორ მასწავლებლებს  ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე, კლიენტის წარმომადგენლობა მედიაციაში

რუსთველის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

რუსთველის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2017 წლის 27-28-29 ოქტომბერი ქ. ზუგდიდი, ჯანაშიას ქუჩა №14

კონფერენციის თემატიკა:

რუსთველთან და მის პოემასთან დაკავშირებული საკითხები

Ø  კონფერენციის სამუშაო ენებია:      ქართული, ინგლისური.

Ø  კონფერენციაში რეგისტრაცია  უფასო.

Ø  კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები დაიბეჭდება შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მიერ.

კონფერენციაში მონაწილეობისათვის სტატიების  წარდგენის ვადები და წესი:

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2017 წლის 15 ოქტომბრის 1700 სთ-მდე უნდა წარმოადგინონ მოხსენების ელექტრონული ვერსიები შემდეგი წესის დაცვით:

·         სტატია სრულდება კონფერენციის ერთ-ერთ სამუშაო ენაზე, რომელსაც ახლავს მისი რეზიუმე ინგლისურ ენაზე (160-170 სიტყვა);

·         ამოსავალი სიტყვები: 5-6 სიტყვა

·         ნაშრომის საერთო მოცულობა (ლიტერატურისა და წყაროების ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს.

·         სტატია წარმოდგენილი უნდა იყოსWord-ში, Sylfaen-ში, შრიფტის ზომა 11. A4 ფორმატით. მინდორი: ზედა, ქვედა, მრცხენა მარჯვენა -2,0 სმ. სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1,15. თითოეული გვერდი უნდა დაინომროს ქვედა მარჯვენა მხარეს.

·         ნახატები, გრაფიკები, სქემები და ა.შ. - ფორმტში TIFF 300dpi; 600dpi. ფორმულები უნდა აიკრიფოს ფორმულების რედაქტორში Microsoft equation 2.0(2.1);

·         წყაროები და გამოყენებული ლიტერატურა მიეთითება ტექსტების ბოლოს;

·         მოხსენება წარდგენილი უნდა იყოს არაუმეტეს ორი ავტორის მიერ;

·         ნაშრომის ელექტრონული ვერსია წარმოდგენილ უნდა იქნეს მისამართზე: zssuedu@gmail.com

 

გაფორმების წესი სტატიისა და რეზიუმის წარმოდგენისას:

·        ზედა მარჯვენა კუთხეში - ავტორ(ებ)ის სახელი და გვარი (მუქი (Bold) შრიფტი). დეფისის შემდეგ მიეთითება ორგანიზაცია, აკადემიური ხარისხი და თანამდებობა ( კონფერენციის ერთ-ერთ სამუშაო ენაზე  და ინგლისურ ენაზე)

·        1 ინტერვალის შემდეგ სტრიქონის შუა ნაწილში - ნაშრომის დასახელება მუქი შრიფტით;

·        1 ინტერვალის შემდეგ - რეზიუმე ინგლისურ ენაზე (სათაურის მითითებით).

·        1 ინტერვალის შემდეგ - ამოსავალი სიტყვები.

·        1 ინტერვალის შემდეგ - ნაშრომის სრული ტექსტი კონფერენციის ერთ-ერთ სამუშაო ენაზე.

კონფერენციის ორგანიზატორები იტოვებენ სტატიების წინასწარ შერჩევის და გამოქვეყნებაზე უარის თქმის უფლებას!

წესების დარღვევით მოწოდებული სტატიები დასაბეჭდად არ განიხილება!

 

                    კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის საკონტაქტო რეკვიზიტებია:

მისამართი: საქართველო, ქ, ზუგდიდი, 2100,  ჯანაშიას ქ. 14 ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, აუდიტორია 301

კონფერენციის ორგანიზებაში ნებისმიერი ცვლილება ყველა მონაწილეს ეცნობება დამატებით, კონფერენციის დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი კვირით ადრე!

საკონტაქტო პირები:

ხათუნა გოგია: E-mail:  khatunagogia@yahoo.com  ტელ: (+995 93) 549 555 სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო სამსახურის უფროსი

რევაზ შეროზია E-mail: rezosherozia@rambler.ru ტელ: (+995 599 27 45 92) 

 

პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირების მუსრველთა საყურადღებოდ...

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო  უნივერსიტეტში 2017 წლის 4 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობს რეგისტრაცია შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. 

ზუგდიდის ბაზაზე: 
1. ფარმაცევტის თანაშემწე (მოდულური) IV-საფეხური
2.ბეჭდური და ონლაინ გამოცემების რეპორტიორი (მოდულური) IV-საფეხური
3.ოფისის მენეჯერი (მდივან-რეფერენტი) III-საფეხური
4. ბუღალტერი III, IV, V-საფეხური
5. კრიმინალისტი III, IV, V-საფეხური
6. კბილის ტექნიკოსი III, IV, V-საფეხური
7. კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი III-საფეხური
8.ინფორმაციული ტექნოლოგი III-საფეხური
9. მოცეკვავე III-საფეხური
10. ელექტრიკოსი III-საფეხური
11. დურგალი  III-საფეხური
12. შემდუღებელი III-საფეხური
13. ფილამწყობი (მოდულური)III-საფეხური
14. მზარეული  II-საფეხური

სენაკის ბაზაზე:
1. ოფისის მენეჯერი (მდივან-რეფერენტი) III-საფეხური
2. ელექტრიკოსი III-საფეხური
3.ვეტერინალური მომსახურების სპეციალისტი III-საფეხური
4.ფარმაცევტის თანაშემწე (მოდულური) IV-საფეხური
5.ინფორმაციული ტექნოლოგი III-საფეხური
6. კრიმინალისტი III, IV, V (ფოტოდაქტილოსკოპისტი)-საფეხური
7.ბუღალტერი III, IV, V-საფეხური

რეგისტრაციისას წარმოადგინეთ შემდეგი საბუთები:                                             

1.     ფოტოსურათი  2ცალი 3X4-ზე:

2.     პირადობის მოწმობის ასლი                                                                             

3.     ატესტატის ასლი ნოტარიულად დამტკიცებული

4.     დევნილი ან/და სოციალურად დაუცველის მოწმობის ასლი

საკონტაქტო პირი: მანანა სამუშია, ტელ.: 557440922

მის.: ზუგდიდი, ჯანაშიას ქ. N14

საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის 43-ე ყოველწლიურ კონფერენცია

შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მოწვეულ იქნა და მონაწილეობას იღებდა საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის 43-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელსაც ბათუმში მასპინძლობდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. აღნიშნული კონფერენცია საერთაშორისო ასოციაციის მოთხოვნებისა და რეგულაციების შესაბამისად ჩატარდა. კონფერენციას ესწრებოდა 250-მდე დელეგატი. მთავარი თემა იყო: „შეფასება, როგორც სოციალური ბერკეტი“. ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მიზანი იყო არსებული გამოცდილების გაზიარება და ახალი, ქმედითი ნაბიჯების დაგეგმვა.

უნივერსიტეტის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

 

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

უნივერსიტეტის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი

                                   საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

                                                  ეკონომიკა, ბიზნესი და ტურიზმი: განვითარება და ინოვაციები

2017 წლის 25 ნოემბერი

          ქ. ზუგდიდი, ჯანაშიას ქუჩა №14

კონფერენციის თემატიკა:

v  ეკონომიკური უსაფრთხოება;

v  ეკონომიკური თეორია და პოლიტიკა;

v  მიკროეკონომიკა, მენეჯმენტი, მარკეტინგი და მომსახურების სფერო;

v  ტურიზმი;

v  საჯარო მართვა: ბიზნესის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

v  მაკროეკონომიკა, რეგიონული და მუნიციპალური ეკონომიკა.

Ø  კონფერენციის სამუშაო ენებია:      ქართული, ინგლისური, რუსული.

Ø  კონფერენციაში რეგისტრაცია  უფასო.

Ø  კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები დაიბეჭდება შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მიერ.

კონფერენციაში მონაწილეობისათვის სტატიების  წარდგენის ვადები და წესი:

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2017 წლის 12 ნოემბრის 1700 სთ-მდე უნდა წარმოადგინონ მოხსენების ელექტრონული ვერსიები შემდეგი წესის დაცვით:

ü  სტატია სრულდება კონფერენციის ერთ-ერთ სამუშაო ენაზე, რომელსაც ახლავს მისი რეზიუმე ინგლისურ ენაზე (160-170 სიტყვა);

ü  ამოსავალი სიტყვები: 5-6 სიტყვა

ü  ნაშრომის საერთო მოცულობა (ლიტერატურისა და წყაროების ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს.

ü  სტატია წარმოდგენილი უნდა იყოსWord-ში, Sylfaen-ში, შრიფტის ზომა 11. A4 ფორმატით. მინდორი: ზედა, ქვედა, მრცხენა მარჯვენა -2,0 სმ. სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1,15. თითოეული გვერდი უნდა დაინომროს ქვედა მარჯვენა მხარეს.

ü  ნახატები, გრაფიკები, სქემები და ა.შ. - ფორმტში TIFF 300dpi; 600dpi. ფორმულები უნდა აიკრიფოს ფორმულების რედაქტორში Microsoft equation 2.0(2.1);

ü  წყაროები და გამოყენებული ლიტერატურა მიეთითება ტექსტების ბოლოს;

ü  მოხსენება წარდგენილი უნდა იყოს არაუმეტეს ორი ავტორის მიერ;

ü  ნაშრომის ელექტრონული ვერსია წარმოდგენილ უნდა იქნეს მისამართზე: zssuedu@gmail.com

 

გაფორმების წესი სტატიისა და რეზიუმის წარმოდგენისას:

·        ზედა მარჯვენა კუთხეში - ავტორ(ებ)ის სახელი და გვარი (მუქი (Bold) შრიფტი). დეფისის შემდეგ მიეთითება ორგანიზაცია, აკადემიური ხარისხი და თანამდებობა ( კონფერენციის ერთ-ერთ სამუშაო ენაზე  და ინგლისურ ენაზე)

·        1 ინტერვალის შემდეგ სტრიქონის შუა ნაწილში - ნაშრომის დასახელება მუქი შრიფტით;

·        1 ინტერვალის შემდეგ - რეზიუმე ინგლისურ ენაზე (სათაურის მითითებით).

·        1 ინტერვალის შემდეგ - ამოსავალი სიტყვები.

·        1 ინტერვალის შემდეგ - ნაშრომის სრული ტექსტი კონფერენციის ერთ-ერთ სამუშაო ენაზე.

კონფერენციის ორგანიზატორები იტოვებენ სტატიების წინასწარ შერჩევის და გამოქვეყნებაზე უარის თქმის უფლებას!

წესების დარღვევით მოწოდებული სტატიები დასაბეჭდად არ განიხილება!

 

                    კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის საკონტაქტო რეკვიზიტებია:

მისამართი: საქართველო, ქ, ზუგდიდი, 2100,  ჯანაშიას ქ. 14 ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, აუდიტორია 301

კონფერენციის ორგანიზებაში ნებისმიერი ცვლილება ყველა მონაწილეს ეცნობება დამატებით, კონფერენციის დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი კვირით ადრე!

საკონტაქტო პირები:

გელა სვირავა:  E-mail: gsvirava@gmail.com; ტელ: (+995 77) 295 592 (მობ)

ხათუნა გოგია: E-mail:  khatunagogia@yahoo.com  ტელ: (+995 93) 549 555 სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო სამსახურის უფროსი

საჯარო ლექცია თემაზე ,,ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ეგზოტიკური მცენარეები"

მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ასოცირებული პროფესორი ლარისა თირქია სტუდენტებს შეხვდა საჯარო ლექციით თემაზე, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ეგზოტიკური მცენარეები

,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017” ფარგლებში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა სენაკის ბაზაზე სამეცნიერო პიკნიკი გამართა

2017 წლის 4 ოქტომბერს ,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017” ფარგლებში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა სენაკის ბაზაზე სამეცნიერო პიკნიკი გამართა. სამეცნიერო პიკნიკზე წარმოდგენილი იყო 13 კარავი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ,,ლეგო ედუქეიშენის“, ზუგდიდის ტექნოპარკის მონაწილეობით. სამეცნიერო პიკნიკს სტუმრობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამაზ მარსაგიშვილი. პიკნიკის ვიზიტორთა რაოდენობამ 1000- ს გადააჭარბა.

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის მიზნებია:

· სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია;

· სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით;

· ქვეყნის სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენა;

· ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის;

· საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება;

· მკვლევართა მოტივაციის ზრდა;

· განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დაახლოება.

უნივერსიტეტში ახალი პროფესიული პროგრამების დამატების მიზნით განხორციელდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ექსპერტთა ვიზიტი

2017 წლის 5 ოქტომბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასაწავლო უნივერსიტეტში ახალი პროფესიული პროგრამების დამატების მიზნით განხორციელდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ექსპერტთა ვიზიტი.დადებითი დასკვნის შემთხვევაში უნივერსიტეტი დაიმატებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს:

                                   .ბუღალტრული აღრიცხვა V- საფეხური

                                    .კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორი V- საფეხური

                                                                                          . ინფორმაციის ტექნოლოგია

Pages

Subscribe to შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი RSS