საჯარო ლექცია შოთა მესხიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ

2017 წლის 3 ოქტომბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში პირველკურსელებს პროფესორმა ზაალ ქორთუამ  ცნობილი ქართველი მეცნიერისა  და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ შოთა მესხიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საჯარო ლექცია წაუკითხა.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო...

2017 წლის 2 ოქტომბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პირველკურსელებთან შეხვედრის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. შეხვედრა გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა თეონა ხუფენიამ. მან სტუდენტებს, პროფესორ- მასწავლებლებს, სტუმრებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ესაუბრა უნივერსიტეტში არსებული სიახლეების შესახებ, რომლებიც საგანმანათლებლო წლის განმავლობაში მათ ელოდებათ.

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017-ის ფარგლებში უნივერსიტეტში ტარდება რუსთველისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია...

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში  2017  წლის 27- 28 - 29 ოქტომბერს ტარდება რუსთველისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია, მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, ნაშრომები გადმოაგზავნოთ - 15 ოქტომბრამდე შემდეგ მისამართზე Khatunagogia@yahoo.com .

 რეგლამენტი 15 წთ. ნაშრომის მოცულობა 7 - 10 გვერდი, შრიფტი Sylfaen 12 ზომა.ნაშრომს უნდა ერთვოდეს რეზიუმი ინგლისურ ენაზე.

კონფერენციის მასალები დაიბეჭდება

 

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკი

,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017“ფარგლებში,  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 4 ოქტომბერს 14:00 საათზე,  სენაკის ბაზაზე გამართავს სამეცნიერო პიკნიკს. სამეცნიერო პიკნიკზე დამსწრე საზოგადოებას და სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სამეცნიერო ექსპერიმენტებში, ჩაატარონ ცდები, გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიების მიღწევებს. სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები.

 სამეცნიერო პიკნიკის პროგრამა იხილეთ ბმულზე:

საშემოდგომო სკოლა "საქართველოს ევროინტეგრაცია"

2017 წლის 25 სექტემბრიდან-28 სექტემბრამდე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით სტუდენტებისთვის საშემოდგომო სკოლა "საქართველოს ევროინტეგრაცია" ჩატარდა. სამი დღის განმავლობაში ახალგაზრდებმა მოისმინეს ინფორმაცია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის, ასოცირების დღის წესრიგის, სტრატეგიული კომუნიკაციების, ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდების, ასევე ვაჭრობაში თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ევროკავშირის დახმარებების პროგრამების შესახებ. სკოლის დასასრულს სტუდენტები დაიყვნენ ჯგუფებად და სხვადასხვა განხილულ საკითხზე პრეზენტაციები მოამზადეს.

საშემოდგომო სკლოლაში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის 15 სტუდენტი იღებდა მონაწილეობას.

სოციალური გრანტების (სახელმწიფო დაფინანსების) მოპოვების მსურველებისთვის!

სოციალური გრანტების (სახელმწიფო დაფინანსების) მოპოვების მსურველებს შეგახსენებთ, რომ დღეს იწურება საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისთვის განცხადებების მიღების ვადა რესურსცენტრებში. მაგისტრატურის სტუდენტებისთვის განცხადებების მიღება დასრულდება  20 ოქტომბერს!

მიმდინარე წლის სამაგისტრო სასპეციალიზაციო გამოცდების შედეგები

2017  წლის სამაგისტრო სასპეციალიზაციო გამოცდების შედეგების სანახავად გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულზე; კითხვების შემთხვევაში დარეკეთ: 591 324242;  568 855661

საერთაშორისო კონფერენცია „ბიზანტია საქართველო ქრისტიანული აღმოსავლეთი“

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი ხათუნა გოგია მონაწილეობას იღებს საერთაშორისო კონფერენცია „ბიზანტია საქართველო ქრისტიანული აღმოსავლეთი“, რომელიც მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალ 2017 ფარგლებში ჩაატარა კ. კეკელიძის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში.

უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის ვადები 2017-2018 სასწავლო წლისთვის აკადემიურ (სამაგისტრო და საბაკალავრო) საგანმანათლებლო პროგრამებზე!

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის ვადები 2017-2018 სასწავლო წლისთვის აკადემიურ (სამაგისტრო და საბაკალავრო ) საგანმანათლებლო პროგრამებზე!                                               

სასწავლო პროცესი 2017-2018 სასწავლო წელს MeskhiaUni-ში განხორციელდება შემდეგნაირად: 

სააუდიტორიო მეცადინეობები (შუალედური გამოცდების ჩათვლით)  საშემოდგომო        სემესტრისთვის  –– 2017 წლის 2 ოქტომბრიდან 2017 წლის 30 დეკემბრამდე; 2018 წლის 8 იანვრიდან 2018 წლის 20 იანვრამდე  (15 კვირა).

საგაზაფხულო სემესტრისთვის –– 2018 წლის 19 თებერვლიდან 2018 წლის 2 ივნისამდე.  (15 კვირა)

შუალედური გამოცდები  ჩატარდება ყოველი სემესტრის IV-VIII კვირის განმავლობაში სტუდენტებისთვის სასურველ დროს სასწავლო კურსის სპეციფიკის გათვალისწინებით: 

საშემოდგომო სემესტრისთვის-

IV კვირა --- 2017 წლის 23-28 ოქტომბერი,

V კვირა---2017 წლის 30 ოქტომბერი -4 ნოემბერი,  

VI კვირა –– 2017 წლის 6-11 ნოემბერი,

 VII კვირა –– 2017 წლის 13-18 ნოემბერი,

 VIII კვირა --- 2017 წლის 20-25 ნოემბერი,   

საგაზაფხულო სემესტრისთვის ––

 IV კვირა -- 2018 წლის  12-17 მარტი

 V კვირა -- 2018 წლის 19-24 მარტი,

 VI კვირა -- 2018 წლის 26-31 მარტი,

 VII კვირა –– 2018 წლის 2-7 აპრილი,

 VIII კვირა --- 2017 წლის 9-14 აპრილი,                                                     

სასესიო პერიოდი  დამატებითი გამოცდების ჩათვლით (4-4 კვირა თითოეული სემესტრისთვის) იქნება: 

საშემოდგომო სემესტრისთვის –2018 წლის 22 იანვრიდან 2018 წლის 17 თებერვლამდე, 

საგაზაფხულო სემესტრისთვის – 2018  წლის 3  ივნისიდან  2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

 არდადეგები   -   2017 წლის 31 დეკემბრიდან 2018 წლის  8 იანვრამდე;

                         2018 წლის 30 ივნისიდან     2018 წლის  2 ოქტომბრამდე.

                                წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!

 

   

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მორიგი შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის  2017 ფარგლებში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი ავთანდილ თორდია  მერაბ კოსტავას სახელობის №2 საჯარო სკოლის მოსწავლებს შეხვდა საჯარო ლექციით თემაზე ,,თანამედროვე საუბრრები რუსთველზე''

Pages

Subscribe to შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი RSS