დაიწყო რეგისტრაცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მსურველთათვის!

რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ბაკალავრის/მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, რომლებსაც საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდით . პროგრამაზე სწავლა შეუძლიათ მოქმედ და არამოქმედ სერტიფიცირებულ მასწავლებლებს. პროგრამაზე ჩასარიცხად აუცილებელია შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება.

პროგრამის ხანგრძლივობა არის ერთი წელი (60 კრედიტი). პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი და გაიცემა სახელმწიფო სერტიფიკატი. პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

მიღება იწარმოებს შემდეგი მოდულების მიხედვით:

ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური); ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური); ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური); მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური).

წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

.განცხადება; (ივსება ადგილზე) 

.პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;

•ფოტოსურათი 3/4 (ელექტრონული ვერსია CD-ზე);

•ბაკალავრის/მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული დიპლომის ან სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

•სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

.ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან საგნის სწავლების თაობაზე (სავალდებულოა მოქმედი მასწავლებლებისათვის).

p.s. რეგისტრაცია დასრულდება 2017 წლის 2 ოქტომბერს. გამოცდა (სამოტივაციო წერილი) წერილობითი ფორმით ჩატარდება 2017 წლის 3 ოქტომბერს 11 სთ-ზე

საბუთები მიიღება მისამართზე; ჯანაშიას 14, ოთახი #214.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ. ნომერზე 591324242; 568855661

სასწავლო პროცესი პროფესიული გადამზადების მოკლევადიან კურსებზე:

დაიწყო სასწავლო პროცესი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „ ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ (“Step by Step – towards a Better Future”) და „ბრალდებული და მსჯავრდებული პირებისათვის და ყოფილი პატიმრებისათვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის“ პროგრამაში შემავალი „ყოფილ პატიმართა, მათი ოჯახის წევრთა, დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანთა ან/და განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართულ არასრულწლოვანთა პროფესიული განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში, ყოფილ პატიმართა და მათი ოჯახის წევრთა მოკლევადიან პროფესიულ პროგრამებზე (ტრენინგ-კურსებზე) : „ოფისის მენეჯერი“, „მეფილე-მომპირკეთებელი“, „ელექტრიკოსი“. აღნიშნულ პროფესიებს 14 ბენეფიციარი ეუფლება.

სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში გრძელდება შეხვედრები სკოლებში

სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი ბელა მოსია ეწვია ზუგდიდის №6საჯარო სკოლას საჯარო ლექციით თემაზე: თანამედროვე საუბრები რუსთაველზე

უნივერსიტეტში მაგისტრანტთა მიღება დაიწყო

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში  მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის  მიღება დაიწყო.

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 24 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე მართავს საჯარო ლექციებს, სემინარებს, კონფერენციებს. დღს   ქალაქ ზუგდიდის მერაბ კოსტავას სახელობის №2 საჯარო სკოლაში უნივერსიტეტის პროფესორმა ნესტან ფიფიამ საჯარო ლექცია თემაზე ,,სიყვარულის სამსახოვნება ვეფხისტყაოსანში" წაიკითხა.

იწყება რეგისტრაცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე!..

რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ბაკალავრის/მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, რომლებსაც საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდით .
პროგრამაზე სწავლა შეუძლიათ მოქმედ და არამოქმედ სერტიფიცირებულ მასწავლებლებს.
პროგრამაზე ჩასარიცხად აუცილებელია შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება.
პროგრამის ხანგრძლივობა არის ერთი წელი (60 კრედიტი).
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი და გაიცემა სახელმწიფო სერტიფიკატი.
პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

მიღება იწარმოებს შემდეგი მოდულების მიხედვით:

ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური);
ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური);
ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური);
მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური).

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
•განცხადება; (ივსება ადგილზე)
•პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი; 
•ფოტოსურათი 3/4 (ელექტრონული ვერსია CD-ზე);
•ბაკალავრის/მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული დიპლომის ან სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
•სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის 
არსებობის შემთხვევაში);
•ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან საგნის სწავლების თაობაზე (სავალდებულოა მოქმედი მასწავლებლებისათვის).

p.s. აპლიკანტს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ის გამოცდა, რომლის სწავლებასაც ახორციელებს ან აპირებს სკოლაში.

საბუთები მიიღება მისამართზე; ჯანაშიას 14, ოთახი #214. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ. ნომერზე 591324242; 568855661

 

უნივერსიტეტში მენეჯმენტის მიმართულებით სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა

2017 წლის 20 სექტემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მენეჯმენტის მიმართულებით სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა. მაგისტრანტებმა საკუთარი ნაშრომები მოხსენებებითა და საპრეზენტაციო მასალებით წარმოადგინეს და კომისიის წევრების, რეცენზენტების და დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხეს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ნაშრომები კომისიის თითოეული წევრის მიერ ცალ-ცალკე შეფასდა, ქულათა საშუალო რაოდენობით კი ყველა მაგისტრანტმა მაღალი შეფასება დაიმსახურა.

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 2 ოქტომბერს დაიწყება...

2 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით იწყება პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია. რეგისტრაცია შესაძლებელია პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რესურსცენტრებში და საინფორმაციო ცენტრებში, მხოლოდ პირადობის მოწმობით. აპლიკანტი არჩევანს აკეთებს შეუზღუდავად, პრიორიტეტების მიხედვით;

რეგისტრაცია შეუძლია ყველა მსურველს მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირსაც, რომლისთვისაც მოქმედებს ალტერნატიული ჩარიცხვის პროცედურები.  სახელმწიფო დაფინანსება შეუძლია მიიღოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქემ და ჰუმანიტარული ლტოლვილის სტატუსის მქონე პირმა, რომელიც გადალახავს პროფესიული ტესტირებისთვის დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს.

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის  ორგანიზებით, 28 ოქტომბერს რეგისტრანტებისთვის ჩატარდება პრე-ტესტი, ხოლო 29 ოქტომბერს ჩატარდება ერთიანი პროფესიული ტესტირება.

უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,დავლათი“, ქალაქ სიანში საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა...

2017 წლის 4 სექტემბერს უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,დავლათი“, რომელსაც ქორეოგრაფი გოგა მოსია ხელმძღვანელობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ სიანში საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. ფესტივალი გაგრძელდება 17 სექტემბრამდე.

ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,დავლათი“ 2015 წელს ჩამოყალიბდა და დაკომპლექტებულია უნივერსიტეტის სტუდენტებით. ანსამბლმა ძალიან მოკლე დროში მიაღწია წარმატებას- 2016 წელს მონაწილეობა მიიღო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ყველაზე მასშტაბურ ახალგაზრდულ პროექტში, „სტუდენტური დღეები 2016“. ეს იყო ანსამბლის დებიუტი, გადალახა პირველი ტური და დასკვნით ეტაპზე ჟიურის მოწონება დაიმსახურა. რესპუბლიკურ ფესტივალ-კონკურსზე „ბათუმი 2016“, ანსამბლი დაჯილდოვდა გრან-პრით და დასაჩუქრდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო ფესტივალის საგზურით. 2017 წლის თებერვალში ანსამბლმა საიუბილეო სოლო კონცერტი გამართა ზუგდიდში. 2017 წლის ოქტომბერში ანსამბლი მიემგზავრება ბულგარეთში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე.

7- სექტემბრიდან რეგისტრაციები იწყება!

2017 წლის 7 სექტემბრიდან იწყება რეგისტრაციები შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული პირებისა და მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის!

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა მაგისტრატურაზე ჩარიცხვის მსურველთათვის:

•განცხადება რექტორის სახელზე;

•ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;

•ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი ( 2017 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);

•პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;

•წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

•უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

•სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.

გამოცდა სპეციალობაში ჩატარდება 25 სექტემბერს 11 სთ-დან.

რეგისტრაცია იწარმოებს სასწავლო უნივერსიტეტში, მისამართზე ჯანაშიას 14 (კომბინატის დასახლება), მეორე სართულზე, ოთახი #214. ტელ. 591 324242

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული პირებისთვის :

· სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

· პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით);

· ორი ცალი ფოტოსურათი (3x4), ელექტრონული ვერსია CD-ზე;

· სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);

· უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

რეგისტრაცია იწარმოებს სასწავლო უნივერსიტეტში, მისამართზე ჯანაშიას 14 (კომბინატის დასახლება), პირველ სართულზე, ოთახი #123. ტელ. 591 324242, 595097202

Pages

Subscribe to შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი RSS