სტატუსშეჩერებული სტუდენტების საყურადღებოდ!

სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სტატუსის შეჩერებიდან ხუთწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ავტომატურად უწყდებათ სტატუსი. ამ კატეგორიის სტუდენტებს სტატუსის შეწყვეტიდან ერთი წლის განმავლობაში შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა მობილობაში.

კითხვების შემთხვევაში დარეკეთ: 591 32 42 42

მეტის სანახავად იხილეთ ქვემოთ მოცემული ბმული:

სტუდეტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების შესახებ

 სტუდეტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების შესახებ, მეტის სანახავად იხილეთ ბმული:

02.09.2017 სტატუსშეჩერებულ სტუდენთა საყურადღებოდ!

სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს  სტატუსის შეჩერებიდან ხუთწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ავტომატურად უწყდებათ  სტატუსი.  ამ კატეგორიის სტუდენტებს  სტატუსის შეწყვეტიდან ერთი წლის განმავლობაში შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა მობილობაში.
კითხვების შემთხვევაში დარეკეთ: 591 32 42 42

02.09.2017 დაფინანსების მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ!

დაფინანსების მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ! განცხადებების წარდგენის ბოლო ვადებია - 29 სექტემბერი - ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის .20 ოქტომბერი-მაგისტრანტებისთვის. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 591324242
 

ზაფხულის სკოლა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 23 ივლისს გაიხსნა ზაფხულის სკოლა თემაზე ,,კონსტიტუციური სახელმწიფო და ძირითადი უფლებები“. ზაფხულის სკოლის ფარგლებში გაიმართა თანამედროვე ქართული სივრცისთვის რელევანტურ საზოგადოებრივ საკითხებზე სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს, დემოკრატიის პრინციპების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ აკადემიური და საზოგადოებრივი დისკუსიები შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა მონაწილეობით.

ზაფხულის სკოლის ლექციებსა და ვორქშოფებს უძღვებოდნენ ქართველი და ევროპელი პროფესორები. მათ შორის: მათიას კუმი (ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი, სტენფორდის უნივერსიტეტი), გეორგ ლომანი (მაგდებურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი), მამუკა ბერიაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), გიორგი ვაშაკიძე (შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფოუნივერსიტეტი, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი), ლევან შატბერაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი).

მონაწილეებმა მიიღეს სიღრმისეული და კომპლექსური ინფორმაცია შემდეგ თემებზე:

· კონსტიტუციური ანუ სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს პრინციპი.

· ადამიანის ძირითადი უფლებები.

· ადამიანის უფლებები, როგორც თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოების გამოწვევა.

· სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფა კონსტიტუციურ სახელმწიფოში.

პროექტის ფარგლებში უცხოელ მეცნიერთა მიერ ჩატარებული სემინარების მასალა ითარგმნება ქართულად და გამოქვეყნდება კრებულის სახით.

ზაფხულის სკოლის პროექტში ჩართული იყო უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 55 სტუდენტი. ზაფხულის სკოლის ფარგლებში ჩატარდა მხარეთმცოდნეობით-შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები. სკოლის დახურვის ცერემონიალი 29 ივლისს გაიმართა. კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერტიფიკატები.

სტუდენტთა საყურადღებოდ...

ჩეხეთის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს 7 სტიპენდიას 2018/19 სასწავლო წლისთვის, რომელთაგან 2 განკუთვნილია სტუდენტებისთვის აფხაზეთიდან ინგლისურენოვან პროგრამებზე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურზე. 
დეტალური ინფორმაცია სტიპენდიისა და რეგისტრაცუუს პროცესის შესახებ იხილეთ საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ვებ-გვერდზე: 

,,საზაფხულო სკოლა 2017 '' დაიწყო

ზაფხულის სკოლა თემაზე ,,კონსტიტუციური სახელმწიფო  და ძირითადი უფლებები“ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 2017 წლის 23 ივლისს დაიწყო. საზაფხულო სკოლაში  მონაწილეობას უმაღლესი სასწავლებლების  (შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტები იღებენ. 

საზაფხულო სკოლის ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექციები და დისკუსიები თანამედროვე ქართული სივრცისთვის რელევანტურ საზოგადოებრივ საკითხებზე - სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფო, დემოკრატიის პრინციპები, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.

საზაფხულო სკოლის მონაწილეებს საშუალება აქვთ მოისმინონ ქართველი და ევროპელი მეცნიერების თეორიული ლექციები, ჩაიწერონ მასალები, პროექტის ფარგლებში წაკითხეული სემინარები გადაითარგმნება ქართულად და  გამოქვეყნდება კრებულებში.

ექვსი  დღის განმავლობაში სტუდენტები განთავსდებიან  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენთა საერთო საცხოვრებელში. 

მობილობის პროცესი 25 ივლისს დაიწყება...

ანისაზღვრა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადებიგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით განისაზღვრა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები:

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით ჩასარიცხ სტუდენტთა ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 2017 წლის 17 ივლისამდე.

2. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე (www. students.eqe.ge) რეგისტრაციის ვადა - 2017  წლის  25 ივლისიდან  17 აგვისტოს  18:00 სთ-მდე.

3.   მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა განცხადებების რეგისტრაციისა  და სტუდენტის პირად საქმეში არსებული დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის ვადა        2017 წლის 5 სექტემბრის   ჩათვლით.

4.  მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ  ცენტრში წარდგენის ვადა -2017 წლის 25 აგვისტოდან 11 სექტემბრის   ჩათვლით.

 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველებმა  ელექტრონული რეგისტრაციის გავლის შემდეგ  უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

1.  განცხადება შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის სახელზე,

2.      სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი,

3.      პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი (დედანთან ერთად,)

4.      ეეგ სერტიფიკატის ქსეროასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

5.      უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის, კურსიდან კურსზე გადაყვანის ბრძანებების დამოწმებული ასლები,

6.      სამხედრო მიწერის მოწმობის ქსეროასლი (ბიჭებისათვის),

7.      პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციის ქსეროასლები.

დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს  2017 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო სამსახურში  (მე-2 სართული, აუდ.  №214 ).

მობილობის მსურველის არჩევანი ჩაითვლება რეგისტრირებულად იმ შემთხვევაში, თუ იგი გადაიხდის მობილობის საფასურს 40 ლარის ოდენობით.  აღნიშნული თანხის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ არჩევანის გაკეთების შემდეგ ქვემოთ მოცემულ რეკვიზიტებზე:

მიმღების ბანკისახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელებახაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი - TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი-707637499 (სხვა არაკლასიფიცირებული არასაბაზრო წესით გაყიდული საქონელი და მომსახურების საფასური)

თანხის გადახდის შემდეგ, სტუდენტთა რეგისტრაციის ამოწურვამდე, ელექტრონული პორტალი მობილობის მსურველს კვლავ აძლევს საშუალებას, შეცვალოს განაცხადი - თავის არჩევანს დაამატოს ან ამოიღოს საგანმანათლებლო პროგრამები, შეცვალოს არჩეული პროგრამების  პრიორიტეტულობა ან გააუქმოს განაცხადი.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ:   591324242

                                                                                 568855661

 

მობილობის მსურველთა საყრადღებოდ!

მობილობის მსურველ პირებს პირად საქმეში არსებული დოკუმენტაციების ასლების წარმოდგენა შეეძლებათ მიმდინარე წლის 25 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით.

მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!განისაზღვრა 2017- 2018 სასწავლო წლის შემოდგომის მობილობის ვადები

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 25 ივლისიდან 17 აგვისტოს 18:00 საათამდე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე 591 32 42 42       568  85 56 61

Pages

Subscribe to შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი RSS