სამაგისტრო სასპეციალიზაციო გამოცდების შედეგები

საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამაგისტრო სასპეციალიზაციო გამოცდების შედეგების საფუძველზე სამაგიხტრო პროგრამაზე "ბიზნესის ადმინისტრირება" ჩარიცხვის კანდიდატთა სია:

ჩუხუა სერგო – 39 ქულა;

კოდუა ანა – 37 ქულა;

ძამისტარიშვილი ანა – 42 ქულა;

ზუხბაია თეონა – 37 ქულა;

სამაგისტრო სასპეციალიზაციო გამოცდების საპრეტენზიო საბჭოს შექმნის შესახებ

შეიქმნა სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამაგისტრო სასპეციალიზაციო გამოცდების საპრეტენზიო საბჭო.

საპრეტენზიო განცხადებების მიღება იწარმოებს მიმდინარე სასწავლო წლის 15 ოქტომბრამდე სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო–სამეცნიერო სამსახურში.

რეგისტრაცია საბაკალავრო და პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე

2010 წელს სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხულმა სტუდენტებმა ადმინისტრაციული რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2010 წლის 20 სექტემბრიდან  2010 წლის  11 ოქტომბრამდე.

რეგისტრაციისთვის  წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. პირადობის მოწმობის ასლი დედანთან ერთად;
  2. ორი ფოტოსურათი;
  3. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ორიგინალი;
  4. სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  5. საგამოცდო–საიდენტიფიკაციო ბარათის ასლი ორიგინალთან ერთად;
  6. სწავლის საფასურის (ნახევარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
  7. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 03 აგვისტოს №227 დადგენილებით განსაზღვრული კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

რეგისტრაცია მიმდინარეობს ყოველდღე კვირის გარდა 9.30სთ.–დან  17.30სთ.–მდე შესაბამისი ფაკულტეტების დეკანატებში.

რეგისტრაცია სამაგისტრო პროგრამებზე

2010 წელს სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სასპეციალიზაციო გამოცდების ჩაბარების მიზნით მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2010 წლის 12 სექტემბრიდან 2010 წლის 23 სექტემბრამდე სასწავლო–სამეცნიერო სამსახურში ყოველდღე კვირის გარდა 9.30სთ.–დან  17.30სთ.–მდე.

სასპეციალიზაციო გამოცდა ჩატარდება 2010 წლის 25 სექტემბერს.

სასპეციალიზაციო გამოცდის ჩაბარების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. განაცხადის ფორმა (ივსება ადგილზე)
  2. პირადობის მოწმობის ასლი დედანთან ერთად;
  3. ორი ფოტოსურათი;
  4. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის დედანი ასლთან ერთად, ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ;
  5. სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  6. საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი, ხოლო მის გაცემამდე საგამოცდო პლასტიკური ბარათი და მისი ასლი;

რეგისტრაცია პროფესიულ (სახელობო საგანმანათლებლო) პროგრამებზე

პროფესიულ (სახელობო საგანმანათლებლო)     პროგრამებზე  ჩარიცხვის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2010 წლის 15 სექტემბრიდან 2010 წლის 17 ოქტომბრამდე სასწავლო–სამეცნიერო სამსახურში ყოველდღე კვირის გარდა 9.30სთ.–დან  17.30სთ.–მდე.

რეგისტრაციისთვის  წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. პირადობის მოწმობის ასლი დედანთან ერთად;
  2. ორი ფოტოსურათი;
  3. სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი/დიპლომი) ორიგინალი;
  4. სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  5. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 03 აგვისტოს №227 დადგენილებით განსაზღვრული კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
  6. დაბადების მოწმობის ასლი.

 

გასაუბრება (ტესტირება) ჩატარდება 2010 წლის 18–19 ოქტომბერს.

ინფორმაცია სტუდენტთა მობილობის შესახებ

განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის 2010 წლის 1 სექტემბრის №04–3288 წერილის თანახმად სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვის კანდიდატი სტუდენტები უნდა გამოცხადდნენ სასწავლო უნივერსიტეტში საჭირო დოკუმენტაციის წარმოსადგენად 2010 წლის 20 სექტემბრამდე.

სასწავლო პროცესის ვადები

სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საბაკალავრო და პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე 2010–2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის – სააუდიტორიო მეცადინეობები: 2010 წლის 11 ოქტომბერი – 2011 წლის 23 იანვარი. სასესიო პერიოდი: 2010 წლის 24 იანვარი – 2011 წლის 20 თებერვალი. დამატებითი გამოცდები  დამთავრდეს 2011 წლის 2 მარტს. არდადეგები გამოცხადდეს 2011 წლის 21 თებერვლიდან 2011 წლის 6 მარტამდე.

გაზაფხულის  სემესტრისთვის – სააუდიტორიო მეცადინეობები: 2011 წლის 7 მარტი  – 2011 წლის 19 ივნისი. სასესიო პერიოდი: 2011 წლის 20 ივნისი –2011 წლის 17 ივლისი. დამატებითი გამოცდები  დამთავრდეს 2011 წლის 27 ივლისს.

Pages

Subscribe to შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი RSS