რეგიონული კონფერენცია თემაზე: ,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები სამეგრელო-ზემო სვანეთში“.

რეგიონული კონფერენცია თემაზე: ,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები სამეგრელო-ზემო სვანეთში“.საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს ორგანიზებით 2017 წლის 5 აგვისტოს ჩატარდება რეგიონული კონფერენცია თემაზე: ,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები სამეგრელო-ზემო სვანეთში“.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ამ რეგიონებში ტურიზმის განვითარებით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს.

ნაშრომები უნდა იყოს ინდივიდუალურად შესრულებული (მოცულობა 5-10 გვერდის ფარგლებში) და ემსახურებოდეს საქართველოს ტურიზმის სტრატეგიაში წარმოდგენილ რვა სტრატეგიული მიზნიდან ერთ-ერთის ან რამდენიმეს შესრულებას:

1. ტურიზმის სფეროში სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების გაზრდა;
2. ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება ვიზიტების რაოდენობის, უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით;
3. ეფექტიანი მარკეტინგისა და საინფორმაციო კამპანიის საშუალებით ვიზიტორების მოზიდვა მაღალგადახდისუნარიანი ბაზრებიდან; შიდა ტურიზმის სტიმულირება;
4. კონკურენტუნარიანობის გაზრდა მსოფლიო დონის ტურისტული მომსახურების შეთავაზების გზით;
5. ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის რესურსების გამოყენებით ტურიზმში უნიკალური ავთენტური გამოცდილების შექმნა;
6. საქართველოს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა, დაცვა და წარმოჩენა;
7. მონაცემთა მოპოვებისა და ანალიზის, ასევე, სექტორის განვითარების შეფასების მასშტაბის გაფართოება და გაუმჯობესება;
8. პარტნიორული ურთიერთობების დამყარება სახელმწიფოს, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის.

ნაშრომში წარმოდგენილი იდეები აისახება ტურიზმის სამოქმედო გეგმაში და განხორციელდება.
საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2025 წ.

კონფერენციის მიზანი:

ხელი შეუწყოს ტურიზმის სექტორის განვითარებით დაინტერესებული ადამიანებისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობის გაძლიერებას და მათი ჩართულობის ამაღლებას ქვეყანაში ტურიზმის განვითარების საკითხებში. კონფერენცია მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას ჩაატარონ ინდივიდუალური კვლევები, შესთავაზონ ახალი იდეები საქართველოში ტურიზმის პოლიტიკის მთავარ განმსაზღვრელ ორგანოს და ამით საკუთარი წვლილი შეიტანონ ტურიზმის სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების შესრულების საქმეში.

მონაწილეები გამართავენ ნაშრომების პრეზენტაციას, რის საფუძველზეც გამოვლინდება გამარჯვებულები. ისინი დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. ასევე, გამარჯვებული ნაშრომი დაიბეჭდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოველწლიურ მიმოხილვასთან ერთად კრებულში სახელწოდებით “ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები“. კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

ნაშრომები გთხოვთ გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
tourismconference@gnta.ge

ნაშრომების გამოგზავნის ბოლო ვადაა 19 ივლისი.

მორიგი სემინარები სამართლის მიმართულებით

2017 წლის 5 ივლისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გამიართა სემინარი თემაზე ,,სახელმწიფოს და რელიგიის (კრებული) მიმოხილვა'' მომხსენებელი მარიამ ხაზარაძე ,,სახელმწიფო, როგრც თავისუფლების განხორციელების ადგილი (ჰეგელთან)'' მომხსენებელი: მამუკა ბერიაშვილი

 

იწყება რეგისტრაცია პროფესიული გადამზადების მოკლევადაიან კურსებზე

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) შორის გაფორმებული მემორანდუმისა და პროგრამის- ,,გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში “ საფუძველზე, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2017 წლის 01 ივლისიდან აცხადებს მიღებას პროფესიული გადამზადების მოკლევადიან ( ორ თვიან) კურსებზე, შემდეგ სპეციალობებზე:

,,გიდი“, ,,სასტუმროს დიასახლისი“, ,,ოფისის მენეჯერი“.

საბუთების მიღება წარმოებს ყოველდღე მისამართზე: ზუგდიდი, ჯანაშიას №14. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი. აუდიტორია 214. 11:00 -17:00 საათი, შაბათ-კვირის გარდა. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ტელ: 591324242

ზოგადი განათლების კომპონენტების ინტეგრირება ზოგად მოდულებში.

2017 წლის 03 ივლისიდან შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მეხილეობის (კაკლოვანი კულტურების) სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროფესიული პროგრამის ფარგლებში დაიწყო ზოგადი განათლების კომპონენტების ინტეგრირება ზოგად მოდულებში. პროცესი წარიმართება პილოტირების რეჟიმში. პროცესის დადებითად დასრულება, იქნება საფუძველი საბაზო განათლების მქონე სტუდენტებმა კვალიფიკაციის დამადასტურებელ დიპლომთან ერთად მიიღონ სრული ზოგადი განათლების აღიარება.

 

სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პრაქტიკული კომპონენტის განხორციელება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში წარმატებით მიმდინარეობს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების -,,მეხილეობა „ (კაკლოვანი კულტურები)- პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკული კომპონენტის განხორციელება სამი სხვადასხვა დამსაქმებლის ბაზაზე.

პროფესიული სტუდენტი სწავლის განმავლობაში საშუალოდ 60 % ატარებს საწარმოში/კომპანიაში და ადგილზე შეისწავლის პროფესიას კომპანიის ინსტრუქტორის ზედამხედველობის ქვეშ. პროფესიული განათლების დუალური სწავლების საფუძველია სასწავლო გეგმა, რომელიც მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს. სასწავლო გეგმაში გაწერილია, რა უნდა შეისწავლოს სტუდენტმა სასწავლებელში და რა უნარები უნდა განივითაროს მან საწარმოში.

სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო რექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს არჩევნებს 2017 წლის 5 ივლისიდა

რექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის  ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს  სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 10 წლის სტაჟი. კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს  შემდეგი დოკუმენტები:

1. განცხადება აკადემიური საბჭოს სახელზე.

2.სამოქმედო გეგმა .

3. სამოტივაციო წერილი.

4. ავტობიოგრაფია/CV

5. დიპლომის ასლი (ნოტარიალურად დამოწმებული).

6. სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ნოტარიალურად დამოწმებული).

7.  კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერტიფიკატების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

8. ცნობა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან კანდიდატის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 9. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

10. პირადობის  მოწმობის ასლი.

11.   2 ც  ფოტოსურათი ¾.

     კანდიდატთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 7 აგვისტოდან 16 აგვისტოს ჩათვლით (ოთახი N 230, საარჩევნო კომისია) დილის 10 საათიდან 18 საათამდე  მისამართზე-ზუგდიდი,  ჯანაშიას ქ.№14  (შაბათ-კვირის გარდა).   მობ.: 577 315749

    აკადემიური საბჭოს მიერ კანდიდატებთან  გასაუბრება ჩატარდება  2017 წლის  18 აგვისტოს.

   არჩევნები ჩატარდება 2017 წლის 19 აგვისტოს.

მორიგი სემინარები სამართლის მიმართულებით

მორიგი სემინარები სამართლის მიმართულებით შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში. 2017 წლის 4-5 ივლისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება სემინარები. აუდიტორია 113.

4 ივლისი -- 14:00 საათი

1) სახელმწიფოს და რელიგიის(კრებული) მიმოხილვა

მომხსენებელი: მარიამ ხაზარაძე

2) სახელმწიფო, როგორც თავისუფლების განხორციელების ადგილი (ჰეგელთან)

მომხსენებელი: მამუკა ბერიაშვილი

5 ივლისი -- 10:00 საათი

1) სეკულარული სახელმწიფოს იდეა

მომხსენებელი: მარიამ ხაზარაძე

2) ომით გახლეჩილი მშვიდობა და მისი განვითარების პერსპექტივა

მომხსენებლები: გიორგი ბერიაშვილი, ელისაბედ ლომსიანიძე

3) სოკრატე, როგორც ანტიკურობის განმანათლებელი

მომხსენებელი: მამუკა ბერიაშვილი

მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების დამატება

2017 -2018 სასწავლო წლისათვის შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დაგეგმილია პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში პროფესიული საგანმანათლებლო მოდულური პროგრამების დამატება ( ბუღალტერი V საფეხური, სწავლის ხანგრძლივობა 3 წელი; კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორი  V საფეხური, სწავლის ხანგრძლივობა 3 წელი; ბანკის მოლარე  ოპერატორი, IV საფეხური, სწავლის ხანგრძლივობა 3 წელი;) რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისად დასაქმებაში, კარიერის შემდგომ განვითარებასა და თვითრეალიზაციაში, ხოლო ზრდასრულებს, ვისაც შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად პროფესიის შეცვლა სურს, ახალ სპეციალობებში გადამზადების საშუალებას მისცემს.      

საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვა.

საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართება შემდეგი მიმართულებებით:

1.      ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა- 08.07.2017, საკონფრენციო

           დარბაზი. 11:00 საათი

2.      ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა- 08.07.2017, საკონფრენციო

          დარბაზი. 15:00 საათი

3.      ისტორიის საბაკალავრო პროგრამა- 10.07.2017, საკონფრენციო დარბაზი. 11:00 საათი

4.      მენეჯმენის სამაგისტრო პროგრამა-  10.07.2017, საკონფრენციო დარბაზი. 15:00 საათი

 

დასაქმდი "კრედო" ბანკში

2017 წლის 27  ივნისს, 12:00 საათზე საკონფერენციო დარბაზში  (აუდიტორია 113) გაიმართება"კრედო" ბანკი-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა სადაც  გაეცნობით კომპანიაში არსებულ ყველა ვაკანსიას.სტუდენტებს გექნებათ საშუალება ადგილზე შეავსოთ ვაკანტური ადგილების აპლიკაცია.

 

Pages

Subscribe to შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი RSS