საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

2017 წლის 27-29 ოქტომბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი  უმასპინძლებს საერთაშორისო კონფრერენციას, რომელიც ეძღვნება რუსთველის საიუბილეო წელს. გთხოვთ, მოხსენებება წარმოადგინოთ  2017 წლის 10 სექტემბრამდე. მოხსენებათა კრებული დაიბეჭდება.

კონფერენციის სამუშაო ენა:  ქართული,რეგლამენტი მომხსენებლისათვის მაქს. 15 წუთი. შეკითხვისათვის 5 წუთი, კამათისათვის  10 წუთი.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მოგვწერეთ: khatunagogia@yahoo.com

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი.

ელექტრონულ ბაზაზე - Mendeley დარეგისტრირება.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო  უნივერსიტეტი, მის ყველა წევრს, სთავაზობს წვდომას მსოფლიოში აღიარებულ სამეცნიერო ელექტრონულ ბაზაზე - Mendeley.Mendeley - არის უნიკალური უფასო რესურსი, რომელიც მოიცავს Reference Manager-ს (სამეცნიერო ნაშრომების შეგროვებისა და კატალოგიზაციის საშუალება, რომელიც ამარტივებს და ხელს უწყობს სტატიაში გამოყენებული ლიტერატურის სიის მომზადებას და გამოყენებას) და ასევე ხელს უწყობს მომხმარებელს მოიძიოს თანამოაზრეები და შეისწავლოს თანამედროვე კვლევების ტრენდები /ტენდენციები.

საზაფხულო სკოლა 2017 იწყება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ივლისში კონსტიტუციური სახელმწიფოსა და ძირითადი უფლებების შესახებ საზაფხულო სკოლას მართავს.საზაფხულო სკოლა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისა  და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

საზაფხულო სკოლა მონაწილეებს სთავაზობს დისკუსიებს თანამედროვე ქართული სივრცისთვის რელევანტურ საზოგადოებრივ საკითხებზე (სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფო, დემოკრატიის პრინციპები, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები) შოთა მესხია ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის და სხვა კერძო თუ სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტთა მონაწილეობით.

საზაფხულო სკოლას გაუძღვებიან მოწვეული  პროფესორები: მათიას კუმი (ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი და სტენფორდის უნივერსიტეტი), გეორგ ლომანი (მაგდებურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი), მამუკა ბერიაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), გიორგი ვაშაკიძე (ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი).

მონაწილეთა რაოდენობა: 25 ადამიანი

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მოგვწერეთ: kethevanlataria2008@yahoo.com

საერთაშორისო პროექტის DARE_ს მორიგი კონსორციუმი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში.

საერთაშორისო პროექტის DARE_ მორიგი კონსორციუმი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 19 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით გაიმართა. ეს დღეები დაემთხვა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო საღამოს. ღონისძიებაში  მიიღეს მონაწილეობა კონსორციუმის 34 წევრმა, უცხოელმა სტუმარმა, ევროპისწამყვანი უნივერსიტეტებიდან. კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა ჰაიფას უნივერსიტეტის (ისრაელი) პროფესორმა ჰანან ალექსანდერმა, რომელმაც  კეთილგანწყობა და მხარდაჭერა გამოხატა უნივერსიტეტისადმი.

ტრენინგი სამოქმედო კვლევაში

2017 წლის 26 ივნისს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიში გაიმართა ტრენინგი სამოქმედო კვლევაში. ტრენინგს ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორები.ტრენინგზე მონაწილეებმა მოისმინეს სამოქმედო კვლევის ანგარიშის დაწერის პრინციპი და მნიშვნელობა, ინტერვენციის შეფასების ინსტრუმენტები და სამოქმედო კვლევის სასწავლო პროგრამებში დანერგვასთან დაკავშირებულ საკითხები. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და საკითხავი მასალა.
მონაწილეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სამოქმედო კვლევის ინტერაციის პროცესი სილაბუსებში. ამ პროცესის მხარდაჭერის მიზნით დაგეგმილია სამოქმედო კვლევის შესახებ ქართული პუბლიკაციის გამოიცემა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება უნივერსიტეტებისა და სკოლებისთვის.
    ტრენინგს უძღვებოდნენ სიმონ ჯანაშია და დავით ლიპარტელიანი.
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS), რომლის მიზანია საქართველოში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად.

პროექტი ,,ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი განვითარებისთვის (SYNCS)” ხორციელდება სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტისა და World Vision-ის თანამშრომლობით. პროექტი თანამშრომლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან.

პროექტის მიზანია მხარი დაუჭიროს საქართველოში ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობას ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად. ახალგაზრდობის გააქტიურება ევროკავშირთან დაახლოების საგზაო რუკის მოთხოვნაა.

უნივერსიტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ!

3 ივლისს 13:00 კარიერის განვითარების ცენტრი გიწვევთ სემინარზე:როგორ მოვიქცეთ გასაუბრებაზე? სემინარზე თეორიული მასალის გაცნობის შემდეგ მოეწყობა იმიტირებული გასაუბრება. დასწრების მსურველები ესტუმრეთ კარიერის განითარების ცენტრს.

 

სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს არჩევნებს 2017 წლის 26 ივნისიდან

 რექტორის მოვალეობის შემსრულებლის   ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის  ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს  სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 10 წლის სტაჟი. კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს  შემდეგი დოკუმენტები:

1. განცხადება აკადემიური საბჭოს სახელზე.

2.სამოქმედო გეგმა .

3. სამოტივაციო წერილი.

4. ავტობიოგრაფია/CV

5. დიპლომის ასლი (ნოტარიალურად დამოწმებული).

6. სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ნოტარიალურად დამოწმებული).

7.  კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერტიფიკატების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

8. ცნობა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან კანდიდატის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 9. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

10. პირადობის  მოწმობის ასლი.

11.   2 ც  ფოტოსურათი ¾.

     საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 28 ივნისიდან 30 ივნისისჩათვლით, (ოთახი № 230, საარჩევნო კომისია) დილის 10 საათიდან 18 საათამდე  მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14  (შაბათ-კვირის გარდა).   მობ: 577 315749.

არჩევნები ჩატარდება  2017 წლის  03 ივლისს.   

   

კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილება

20 ივნისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილება გამიართა. მანტიებში გამოწყობილ სტუდენტებს  უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრება მიულოცეს, ახალგაზრდებს გზა დაულოცეს და წარმატებები უსურვეს. კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილების ცერემონიალს საერთაშორისო პროექტის DARE_ს კონსორციუმის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები ისრაელიდან, ჩეხეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან ესწრებოდნენ. მაყურებლის წინაშე წარდგა უნივერსიტეტის  ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,დავლათი“ და უნივერსიტეტის ვოკალური ჯგუფი ,,51 – point”. ღონისძიების დასასრულს   საზეიმო ტორტი დაიჭრა.

 

საერთაშორისო პროექტის DARE_ს კონსორციუმის შეხვედრა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 19 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით ტარდება საერთაშორისო პროექტის DARE_ს კონსორციუმის შეხვედრა, რომელსაც ესწრებიან პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები ისრაელიდან, ჩეხეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან და ქართული უნივერსიტეტებიდან (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი). სამუშაო ფორმატი გულისხმობს ელექტრონული სწავლების დანერგვის ტრენინგ_სემინარს ქართული უნივერსიტეტებისთვის. 

შეხვედრა მიმდინარეობს სასწავლო უნივერსიტეტში მიმდინარე მესამე საერთაშორისო პროექტის აქტივობის ფარგლებში.

რუხში „თეგეტა მოტორსის“ სასწავლო ცენტრი გაიხსნა

რუხის სავაჭრო ცენტრში კომპანია "თეგეტა მოტორსმა" სასწავლო ცენტრი - "თეგეტა აკადემია" გახსნა. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელიმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და "თეგეტა მოტორსი" გაფორმებული  მემორანდუმის თანახმად დუალურ პროგრამებს განხორციელებენ (საავტომობილო ტრანსპორტის მიმართულებით). პროფესიული სტუდენტები შოთა მესხიას ზუგდიდის სახელიმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაივლიან თეორიულ სწავლებას, "თეგეტა აკადემიაში " კი პრაქტიკულ კომპონენტს, რაც ხელს შეუწყობს მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების მიწოდებას, შრომის ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებას, მოსახლეობის დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობების ზრდას.

Pages

Subscribe to შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი RSS