ექსტენციის ცენტრის შესახებ
UNDP-ისა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პარტნიორობით სენაკის პროფესიული პროგრამების განყოფილების ბაზაზე განხორციელდა პროექტი ,, სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონის დაუცველი მოსახლეობის ხელშეწყობა“, რომლის მიზანი იყო:
* იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობის ეროვნული სისტემის გაძლიერება
* პირდაპირი ჰუმანიტარული დახმარებიდან განვითარების სტრატეგიაზე გადასვლა
* ადგილობრივი განვითარების გაუმჯობესებასა და სიღარიბის დაძლევა
პროექტის ფარგლებში 2013 წელს დაფუძნდა და დღემდე ფუქციონირებს ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურეობა /ექსტენციის ცენტრი და განხორციელდა სადემონსტრაციო პროექტები. ცენტრის მომსახურეობა მოიცავს კონკრეტულ და დარგობრივ კონსულტირებას თანამედროვე მეთოდებზე და ტექნოლოგიებზე სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგებში. კერძოდ:
* მებოსტნეობა
* ვეტერინარია
* მეფუტკრეობა
* საკვებწარმოება
* მეცხოველეობა
* მეხილეობა
UNDP-ის მხარდაჭერით განხორციელდა სადემონსტრაციო პროექტი, “პოლიკარბონატის თბილი სათბური”, რომელიც მუშაობს სამი ენერგიის წყაროზე: მიწის, მზის და ელექტროენერგიის. სათბური გადახურულია პოლიკარბონატით, მისი საგარანტიო პერიოდი არის 25 წელიწადი და მაქსიმალურად იყენებს მზისა და ნიადაგის ენერგიას, შესაბამისად ზოგავს გათბობისთვის საჭირო ელექროენერგიის დანახარჯებს.