სწავლის საფასურის გადახდის წესი

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში   სწავლის საფასური შეადგენს 2250 ლარს.

სახელმწიფო გრანტით  ნაწილობრივი დაფინანსების მქონე სტუდენტებმა სახელმწიფო დაფინანსებასა და სწავლის რეალურ საფასურს შორის სხვაობა უნდა დაფარონ ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს სწავლის საფასური შეუძლიათ გადაიხადონ ეტაპობრივად (2,4,6 და 8 ეტაპად)

დამატებითი სემესტრის სტუდენტებისთვის ერთი კრედიტის ღირებულება განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით დეკანატის წარდგინების საფუძველზე  წლიური გადასახადის შესაბამისად.

სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ ანგარიშზე:

ხაზინის ერთიანი ანგარიში

ბანკის კოდი : TRESGE22

ანგარიშსწორების ანგარიში: 709087289 

სწავლის საფასურის გადახდისას სტუდენტმა უნდა მიუთითოს:
სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფაკულტეტი/საგანმანათებლო პროგრამა რომელზეც სწავლობს

სტუდენტს უფლება აქვს სასწავლო პროცესის დაწყებიდან არაუმეტეს 2 კვირის ვადაში მოითხოვოს ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუქმება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ იგი კარგავს გადახდილი თანხის დაბრუნების ან მისი მომდევნო სემესტრებში გამოყენების მოთხოვნის უფლებას.

სწავლის საფასურთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე სტუდენტებს შეუძლიათ მიმართონ საფინანსო სამსახურს (მეორე სართული, ოთახი #212, ტელ. 595097206)