უცხო ენის კურსები

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის უცხო ენათა შემსწავლელი ცენტრი FLLC

ცენტრის მიზანია:

განახორციელოს უცხო ენათა (ინგლისური,გერმანული,რუსული,ფრანგული) სწავლება სხვადასხვა დონეზე, A 1-დან C 1-ის ჩათვლით, შესაბამისად : Beginer; Elementary; Pre-intermediate, Upper intermediate, Advanced.

ინგლისური ენის სწავლება განახორციელოს გ. ასკურავას სინქრონული თარგმანის მეთოდზე დაყრდნობით;

ტესტირების საფუძველზე გასცეს შესაბამისი სერტიფიკატი მსმენელებზე;

ზოგადი მიმოხილვა

* ცენტრში გ.ასკურავას სინქრონული თარგმანის მეთოდით სწავლება მიმდინარეობს 2015 წლის აპრილიდან.

* ცენტრის მუშაობა ძირითადად ეფუძნება ლინგვისტის,თარჯიმან-სინქრონისტის, საქართველოს თარჯიმან-სინქრონისტთა ასოციაციის დამფუძნებლის გოგა ასკურავას მეთოდებს.

* აცხადებს ნებისმიერი ასაკის მსმენელთა მიღებას 14 წლის ზემოთ როგორც უნივერსიტეტის სტაფისა და სტუდენტებისთვის ასევე ნებისმიერი პროფესიის გარეშე პირებისთვის.

* გაკვეთილები არის მოქნილი-ონლაინ გაკვეთილები ტარდება საღამო საათებში, გაკვეთილები მთლიანად მორგებულია მსმენლების მოთხოვნებს (მზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, საერთაშორისო სერტიფიკატის გამოცდებისთვის, ყოველდღიური სასაუბრო ინგლისური, სტუდენტების მომზადება გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის)

* ცენტრში მიმდინარეობს ბრიტანული და ამერიკული ინგლისურის განსხვავებული ვარიანტების სწავლება და სასაუბრო ინგლისურის გამყარება ხდება სხვადასხვა მედია საშუალებების გამოყენებით

* ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით,ადამიანური და მატერიალური რესურსებით

სწავლების სტრუქტურა და მეთოდები

ტესტირების და შეფასების ეფექტური სისტემა

ენის დაუფლება გარკვეულ დონეზე 5-6 თვის ვადაში

ვრცელი და სისტემური მეცადინეობა ყველა ასპექტში (Reading, Speaking, Writing, Listening and Grammar)

გარკვეული საფეხურების გავლის შემდგომ ცენტრში ინტენსიური სწავლება მიმდინარეობ სოფიციალურ დოკუმენტაციებზე დაყრდნობით (Tagliavin, UNDP official documents),ასევე გამოყენებულია მედია საშუალებები FBI files-მოსმენა,TED TALKS, ფილმების ჩვენება ტიტრებით Walking Dead დაა.შ

წარმოთქმის კორექცია(უნიკალური მეთოდი)

სწავლების კომუნიკაციური მეთოდები.

ცენტრის სასწავლო სახელმძღვანელოები და მასალები

* ინგლისური ენის გრამატიკის გამარტივებული კურსი (თეორია და პრაქტიკა, ავტორი გ.ასკურავა)

* Destination B1, B2, C1

* NEW HEADWAY (the fourth edition)და სხვა უახლესი სახელმძღვანელოები და სხვადასხვა ტესტური სავარჯიშოები

* FCE, PTE , ACE,IELTS and Other Text-Books საერთაშორისო გამოცდების მოსამზადებლად

* ოფიციალური დოკუმენტაცია(Taliavini, UN Resolution , International Relations and European, Studies etc.)

* ვიდეოფილმები

39954940_2033407220013723_7262625621195358208_n.jpg

ინგლისური ენის შესასწავლი დონეები:

  •     Beginner A1  
  • Elementary A2
  • Pre- intermediate
  • Official English
  • Intermediate
  • Upper-intermediate A1
  • Upper-intermediate B2
  • Advanced C1

რითი არის ჩვენი ცენტრი გამორჩეული?

  • ყურადღებას ამახვილებს წარმოთქმის კორექციაზე (როგორც ამერიკულ ასევე ბრიტანულ წარმოთქმაზე)
  • სტუდენტებს ეძლევათ საშუალება მოისმინონ ცენტრის სხვადასხვა მასწავლებლების გაკვეთილები
  • გაკვეთილები მთლიანად მორგებულია მსმენლის მოთხოვნებზე და საჭიროებებზე
  • თითოეულ ჯგუფში მსმენლების მცირე რაოდენობა მოწმობს იმას რომ სტუდენტებისადმი მიდგომა სწავლებისას ინდივიდუალურია 

      ყოველი კურსის გავლის შემდეგ მსმენელს ჩაუტარდება შემაჯამებელი ტესტირება,რომლის საფუძველზე გაიცემა შესაბამისი დონის სერტიფიკატი.

    მსურველს ასევე შეუძლია აიღოს შესაბამისი დონის სერტიფიკატი ერთჯერადად, (სრული კურსის გავლის გარეშე )გამოცდების/ტესტირების წესით.

   დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ელეტრონულ ფოსტაზე:

       sophiakvaratskhelia@yahoo.com ან გვეწვიეთ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის უცხო ენათა შემსწავლელ ცენტრში აუდიტორია N 119.