სამეცნიერო ჟურნალის შესახებ

მიმდინარეობს საიტის განახლება

სამეცნიერო ჟურნალის შესახებ

 
რეგიონული უნივერსიტეტების სამართლის ჟურნალი „სამართლის აქტუალური საკითხები“ გამოიცემა წელიწადში არანაკლებ ერთხელ ქართულ ენაზე, საჭიროების შემთხვევაში ასევე ინგლისურ ენაზე.
 
ჟურნალში იბეჭდება ნაშრომი, რომელიც ეხება სამართლის აქტუალურ, თანამედროვე საკითხებს.
 
ჟურნალის გამოცემა შეიძლება იყოს როგორც ზოგადი, ისე კონკრეტული თემატიკის. დასაშვებია ჟურნალის სპეციალური ნომრის მომზადება სარედაქციო საბჭოს ან რედაქტორის გადაწყვეტილებით.
 
ჟურნალი წარმოადგენს ღიად ხელმისაწვდომ გამოცემას. იგი ხელმისაწვდომია აინტერესებული პირებისთვის ყოველგვარი დამატებითი გადასახადის ან რეგისტრაციის გარეშე. დაინტერესებული პირს უფლება აქვს გაეცნოს, ჩამოტვირთოს, გადაიღოს ასლი, გაავრცელოს, დაბეჭდოს, მოიძიოს ან ნაშრომების ტექსტზე მითითება გააკეთონ ან სხვა კანონიერი მიზნით გამოიყენონ ჟურნალი და მასში განთავსებული ნაშრომები გამომცემლის ან ავტორების წინასწარი თანხმობის გარეშე.
 
ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკა და მოთხოვნები განისაზღვრება სარედაქციო პოლიტიკის დოკუმენტით.
 
ჟურნალში შეიძლება განთავსდეს შემდეგი ტიპის ნაშრომები:
  • სტატია;
  • სტუდენტური ნაშრომი;
  • პრაქტიკის მიმოხილვა;
  • ლიტერატურის მიმოხილვა;
  • საპატიო ნაშრომი.
 
სარედაქციო საბჭოს ან რედაქტორის გადაწყვეტილებით ჟურნალში შესაძლებელია გამოქვეყნდეს საკონფერენციო მასალები.
 
ჟურნალში გამოქვეყნების მიზნით ნაშრომების შერჩევა ხდება:
  • ღია კონკურსით (call for papers);
  • სარედაქციო საბჭოსთვის ან რედაქტორისათვის ნაშრომის პირდაპირი წარდგენით;
  • სარედაქციო საბჭოს წევრის რეკომენდაციით;
  • სპეციალური წესით (საპატიო ნაშრომის გამოქვეყნების წესი).
 
უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში სტატიის განთავსება უფასოა. ნაშრომის გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ფინანსდება უნივერსიტეტის მიერ.
 
საავტორო უფლებები გამოქვეყნებულ ნაშრომზე რჩება მის ავტორებს/თანაავტორებს. უნივერსიტეტი უფლებამოსილია, ავტორთან შეთანხმების გარეშე, უსასყიდლოდ გაავრცელოს შესაბამისი სამეცნიერო გამოცემა მის მიერ შერჩეული ფორმით, გამოიყენოს იგი სამეცნიერო კვლევისა და საბიბლიოთეკო ფონდების განვითარებისთვის.