რექტორი
მიმდინარეობს საიტის განახლება
- რექტორი არის სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი, უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს სასწავლო უნივერსიტეტს ქვეყნის შიგნითა და გარეთ - აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაცუფლებამოსილია, სასწავლო უნივერსიტეტის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები.გარიგებებს და შეთანხმებებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, რექტორთან ერთად ხელს აწერს აგრეთვე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
- კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მოწესრიგების მიზნით, რექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
- რექტორი უფლებამოსილია მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად სათათბირო ორგანოს სახით შექმნას საკონსულტაციო საბჭოები და კომისიები, რომელთა საქმიანობა რეგულირდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
- წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებებს აკადემიური პერსონალის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ და დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად;
- რექტორი ნიშნავს აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებს, რის თაობაზეც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს ამ წესდებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
- რექტორი თავისი უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობის შესრულებას ბრძანებით აკისრებს მოადგილეს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ეზღუდება აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეობის უფლებამოსილება, ასევე უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტებზე -დიპლომსა და პროფესიულ დიპლომზე ხელმოწერის უფლებამოსილება;
- აკადემიური/დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესაბამისად, სამსახურში იღებს და სამსახურიდან ათავისუფლებს სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ/დამხმარე პერსონალს. დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღება და გათავისუფლება ხდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;
- ნიშნავს და ათავისუფლებს აკადემიურ, ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალს. დამხმარე და შტატგარეშე პერსონალის სამსახურში მიღება და გათავისუფლება ხდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;
- რექტორი ახორციელებს კანონმდებლობით, წესდებითა და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.