უნივერსიტეტის კიდევ ერთმა სტუდენტმა მოიპოვა სასწავლო სტიპენდია პორტუგალიის პორტოს უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კიდევ ერთმა სტუდენტმა მოიპოვა სასწავლო სტიპენდია პორტუგალიის პორტოს უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად.
ევროკომისიის მიერ ფინანსურად მხარდაჭერილი Erasmus+ პროგრამის ICM-International Credit Mobility პროექტის MOBILE22 ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეთა შორის, პროექტის ფარგლებში განსაზღვრული კრიტერიუმებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით, ისტორიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა ტატო თოდუამ მოიპოვა სტიპენდია და ერთი სემესტრის განმავლობაში პორტოს უნივერსიტეტში ისწავლის.
წლების მანძილზე უნივერსიტეტის არაერთმა სტუდენტმა, აკადემიურმა თუ ადმინისტრაციულმა პერსონალმა ისარგებლა მობილობის სხვადასხვა პროგრამით და ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობა ნაყოფიერად გრძელდება.
Another student from Shota Meskhia State Teaching University of Zugdidi has been granted a scholarship to continue his studies at the University of Porto in Portugal.
Within The MOBILE 22 project, coordinated by the University of Porto in the framework of the European Programme Erasmus + – Key Action 1 International Credit Mobility, considering the criteria and priorities defined within the project, Tato Todua, a student of History educational program, has been granted a scholarship and Tato will continue his studies at the University of Porto for one semester.
Over the years, ZSSU students, academic and administrative staff of the university have benefited from various mobility programs and the cooperation between the institutions continues fruitfully.