კონფერენციის შესახებ
სასაზღვრო კულტურების შესწავლა: კავკასიის, უკრაინისა და ბალკანეთის უძველესი და თანამედროვე პერსპექტივა
თარიღი: 19 - 20 ოქტომბერი, 2024
ლოკაცია: შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ისტორიკოსები და არქეოლოგები დიდი ხანია იკვლევენ კავკასიის, უკრაინისა და ბალკანეთის საზოგადოებათა დამაკავშირებელ ფაქტორებსა და პერსპექტივებს, რაც გლობალური პოლიტიკური რყევების დროს განსაკუთრებით აქტუალური ხდებოდა. შესაბამისად, კონფერენციის მიზანია, თავი მოუყაროს საერთაშორისო აკადემიურ საზოგადოებას კვლევების გამდიდრების მიზნით; ასევე, ისტორიული და თანამედროვე ინტერდისციპლინარული სფეროების პერსპექტივათა გავლენების შესაფასებლად. ვიწვევთ პრეზენტაციებს კულტურულ, ეკონომიურ, პოლიტიკურ და რელიგიურ მეცნიერებათა სხვადასხვა ასპექტებზე, რომლებიც ასევე მოიცავენ შემდეგ თემებს:
- კულტურული ევოლუციის დინამიკა
- პერსპექტივების და ეროვნული იდენტობის ცვლილება
- ალიანსისა და იდენტობის ურთიერთშეთავსება
- კულტურული გაცვლა: გაზიარებული რწმენა, ნორმები და ღირებულებები
- ლინგვისტური ქრისიტიანიზაცია: კონცეფციური გამოვლინებები
- ვიზუალური გამოსახულებების ევოლუცია
- გლობალური სავაჭრო ქსელი და ტრანს-რეგიონალური ურთიერთკავშირები
- პერსპექტივათა გავლენები, გამოცდილება, ჩართულობა და რეზონანასი
ვუზრუნველყოფთ პრეზენტაციების ადგილზე და დისტანციურ ჩართულობას. ვაცხადებთ მზაობას კოლაბორაციული და ინოვაციური წინადადებებისთვის.
თეზისის წარდგენის ინსტრუქცუიები: მაქსიმუმ 250 სიტყვიანი რეფერატი გაგზავნეთ პროფ. ელისო ბაღათურია-კნერის მითითებულ ელ-ფოსტაზე, 2024 წლის 27 ოქტომბრამდე: ebagaturia1975@yahoo.com
ნაშრომების მოხსენების ხანგრძლივობა ლიმიტირებულია 15 წუთით, ქართულ და ინგლისურ ენებზე.
შერჩეული ნაშრომები გამოიცემა უნივერსიტეტის პერიოდულ კრებულში.
ჩანიშნული ღონისძიებები: კონფერენციის შემდეგ, მონაწილეები მიწვეული არიან სადილზე ადგილობრივ რესტორანში. ორშაბათს, 21 ოქტომბერს, დაგეგმილია ღირშესანიშნაობების მოხილვა.
დაბინავება და ხარჯები: მასპინძელი უნივერსიტეტი დაფარავს მონაწილეების დაბინავებისა და კვების ხარჯებს (მგზავრობის ხარჯების გარდა). პოტენციური დამსწრეებისთვის, რომლებიც საჭიროებენ დაბინავებას, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს მათ განთავსებას უნივერსიტეტის კამპუსის საცხოვრებელში, კონფერენციის განმავლობაში. მაგრამ, ოთახების შეზღუდული ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე, გთხოვთ გადაწყვეტილების დროულ დადასტურებას, არაუგვიანეს 9 სექტემბრისა.
ორგანიზატორები: პროფ. თეონა ხუფენია, დოქტ.ზაალ ქორთუა, ასოცირებული პროფ. ქეთევან ლატარია, პროფ. ელისო ბაღათურია-კნერ.
დამატებითი კითხვებისთვის: ebagaturia1975@yahoo.com