უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის, სამეცნიერო სამსახურისა და ,,ჰორიზონტი ევროპა“ საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის წარმომადგენლები ჰუმანიტარული მიმართულების აკადემიურ პერსონალს შეხვდნენ.
კვლევითი საქმიანობის საუნივერსიტეტო მხარდაჭერის მექანიზმებისა და ახალი შესაძლებლობების გაცნობის მიზნით სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის, სამეცნიერო სამსახურისა და ,,ჰორიზონტი ევროპა“ საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის წარმომადგენლები ჰუმანიტარული მიმართულების აკადემიურ პერსონალს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს კვლევების მხარდამჭერი ორგანიზაციული სტრუქტურების, კვლევის შეფასების ინდიკატორების, საუნივერსიტეტო საგრანტო სისტემის, პლაგიატის საწინააღმდეგო პოლიტიკისა და საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების გამოყენების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია 2024-2025 წელს დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციების შესახებ.