უნივერსიტეტმა დაიწყო ევროპის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პარტნიორული თანამშრომლობის აქტივობების განხორციელება, უნივერსიტეტის მისიისა და შრომის ბაზრის დაკვეთის, ინტერნაციონალიზაციის მიზნების და პრიორიტეტების გათვალისწინებით.

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა დაიწყო ევროპის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პარტნიორული თანამშრომლობის აქტივობების განხორციელება, უნივერსიტეტის მისიისა და შრომის ბაზრის დაკვეთის, ინტერნაციონალიზაციის მიზნების და პრიორიტეტების გათვალისწინებით.

პირველ ეტაპზე, უნივერსიტეტმა უმასპინძლა პროფესიული განათლების ფრანგ ექსპერტთა ჯგუფს. შემდეგ ეტაპზე კი, საფრანგეთში ვიზიტისას, შეხვედრა შედგა ფრედერიკ შაბოშესთან – ნოვა აკვიტანიას Campus Foret Bois-ს პროფესიული კოლეჯის დირექტორთან, ჰელენ ლოპესთან - საერთაშორისო ორგანიზაცია Interco-Nouvelle Aquitaine-ს პროგრამის მენეჯერთან, სტეფან ბადეტთან - ვაზისა და ღვინის ექსპერტ, ბორდოს ღვინის კოლეჯის (Lycée viticole Bordeaux - Gironde) ეკონომიკისა და მარკეტინგის პროფესორთან. საფრანგეთში პროფესიული განათლების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების თვალსაზრისით გაზიარებულ იქნა საერთაშორისო გამოცდილება. პროფესიული განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად დაიგეგმა შემდგომი თანამშრომლობა კამილ გოდარისა (Lycée Camille Godard) და მაჟანდის კოლეჯებთან (Lycée Magendie) და ხის დამუშავების, მებაღეობის და მეფუტკრეობის მიმართულებით გაცვლითი პროფესიული პროგრამების განხორციელება.

მნიშვნელოვანი იყო ინოვაციების ფესტივალზე (Festival Toulouse Innovante et Durable) და ხელობათა ოლიმპიადაზე (Olympiades des métiers) პროფესიული პროგრამების დათვალიერება სადაც გამოკვეთილი იყო განათლების, ბიზნესისა და ინოვაციების ერთობლივი ხედვა და ზრუნვა პროფესიული მიმართულების როლზე ქვეყნის განვითარებაში.