უნივერსიტეტი 2024 წლის 01 აპრილიდან აცხადებს კონკურსს კვალიფიციური პერსონალის პროფესიული ნიშნით არჩევის მიზნით ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2024 წლის 01 აპრილიდან აცხადებს კონკურსს კვალიფიციური პერსონალის პროფესიული ნიშნით არჩევის მიზნით ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი:
,,ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო„ და ,,მასწავლებლის მომზადების“ საგანმანათლებლო პროგრამებზე
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული.
პროფესიული ნიშნით ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს კვალიფიციური პერსონალი (რაც უნდა დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით და სხვა) 4 წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება.
პროფესიული ნიშნით აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში შრომის ანაზღაურება და პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად, ყოველწლიურად განახლებადი ხელშეკრულებით.
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.
2. ავტობიოგრაფია /CV.
3. დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები.
4.აკადემიური მიმართულებით განვითარების ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა/პრეზენტაცია
5. კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სპეციალური მომზადების კუსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერთიფიკატების ასლები.
6. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან ცნობა სამსახურიდან.
7. ბოლო 3 წელიწადში წაკითხული კურსების დამადასტურებელი დოკუმენტი.
8. პროფესიული გამოცდილების, სპეციალური მომზადების ან/და პუბლიკაციების დამადასტურებელი დოკუმენტი.
9. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
10. ორი ფოტოსურათი.
11. ცნობა ნასამართლეობის შესახებ (ოჯახური და სქესობრივი დანაშაულის შესახებ).
კონკურსანტთა საბუთები მიიღება შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14, 2024 წლის 02 მაისიდან 2024 წლის 10 მაისის ჩათვლით ჩათვლით 17 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).
კონკურსი ჩატარდება 2024 წლის 15 მაისს (საბუთების განხილვა), 16 მაისს (გასაუბრება).