14-15 მაისს დაგეგმილი სტუდენტთა აგრარული სამეცნიერო კონფერენციის ჟიურების შემადგენლობა ცნობილია..
ცნობილია, 14-15 მაისს დაგეგმილი სტუდენტთა აგრარული სამეცნიერო კონფერენციის ჟიურების შემადგენლობა. კონფერენციას ეყოლება დარგის ექსპერტების, სპეციალისტების და აკადემიური პირებისგან დაკომპლექტებული ორი ჟიური - უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის.
სტუდენტთა აგრარული სამეცნიერო კონფერენცია „კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა და აგრარული მეცნიერებები“ ჩატარდება 2024 წლის 14-15 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ექსტენციის ცენტრის ბაზაზე, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მხარდაჭერითა და „მომავლის ფერმერის“ ორგანიზებით.
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:
1. კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა და მომავლის ფერმები.
2. მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა კლიმატით შეცვლილ ლანდშაფტში.
3. კლიმატთან ადაპტირებული მეცხოველეობა / მეფუტკრეობა / აკვაკულტურა.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, განაცხადი გამოაგზავნოთ 2024 წლის 1 აპრილამდე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@fof.edu.ge
განაცხადში/ წერილში მითითებული უნდა იყოს: სტუდენტის სახელი, გვარი, სასწავლო დაწესებულება, საგანმანათლებლო პროგრამა, სტუდენტური სტატუსი/ საფეხური, საკონფერენციო თემის მიმართულება.

